19:35 - 25 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-27 18:06:27, 1793 ნახვა

კომენტარი
ლექვინაძე: მეწარმეები დაზღვევის როლს და ფუნქციას აქტუალურად არ აფასებენ

საქართველოს ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე თევდორე მღვდლის ქუჩაზე მდებარე სავაჭრო ცენტრში ხანძრის გაჩენის ფაქტს გამოეხმაურა და სავაჭრო ობიქტების დაზღვევის აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება.

ლექვინაზემ აღნიშნა, რომ დაზღვევის როლი მსგავს ვითარებებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

„გასული წლის პრაქტიკამაც და  სამწუხაროდ გუშინდელმა დღემაც აჩვენა რომ მსგავსი ტიპის გადაწყვეტილება ამ კუთხით საჭიროა, იმიტომ რომ ეს უკავსირდება ერთის ნხრივ ადამიანების უსაფრთხოებას. მომხმარებლების უსაფრთხოებას.  მეორეს მხრივ, იმ მეწარმეების უფრო მეტად დაცულობას რომლებიც სამწუხაროდ დაზღვევის როლს და ფუნქციას ჯერ კიდევ ისე აქტუალურად არ აფასებენ, როგორც ეს მნიშვნელოვანია.  დაზღვევა პირველ რიგში მოაგვარებს იმ ნაწილს რომ ზარალის კომპენსირება  სადაზღვეო კომპანიების საშუალებით იქნება შესაძლებელი“,- აღნიშნა ბიზნესობუდსმენმა. 

შეგახსენებთ, სავაჭრო ცენტრ „ქალაქის გულში“ ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს. მეხანძრეები ცეცხლის ცალკეულ კერებს აქრობენ. მომხდარის შედეგად, შენობის მეორე და მესამე სართული სრულად განადგურებულია. სულ დაახლოებით 3 ათასი კვადრატული მეტრი ფართობი დაიწვა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სხვისი ნივთის ან ქონების დაზიანებას გულისხმობს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რომის პაპი ჟურნალისტებს - მიხარია, რომ აქ ხართ, კარგი გაშუქება ყველგან და ყველასთვის მნიშვნელოვანია
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
Transparency International Georgia - მიხეილ სააკაშვილის სახელი შეტანილი იქნება ჩვენი ორგანიზაციის მიერ შედგენილი პოლიტიკური პატიმრების სიაში
რუსეთი სამშენებლო კომპანიების გაკოტრების ტალღამ მოიცვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics