19:35 - 25 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-27 17:26:51, 1574 ნახვა

კომენტარი
წულუკიანი: როგორც ადრე, ახლაც მზად ვართ, მედიაპლურალიზმს-ამ უდიდეს მონაპოვარს მოვუფრთხილდეთ

„მინდა,  „იბერიას“, „რუთავი2“-ს, „იმედს“, პირველ  არხს, ყველას ვერ ჩამოგთვლით იმიტომ, რომ  ჩვენი ხელისუფლების პირობებში  ბევრი ტელეარხი მუშაობს, გისურვოთ, ყველას,  დიდხანს მუშაობა,  ანუ დიდხანს სიცოცხლე  და თქვენთვის მნიშვნელოვანი ამბების გაშუქება“,-ასე უპასუხა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ტელეკომპანია „იბერიას“ ჟურნალისტის შეკითხვას, „იზიარებდა თუ არა პრემიერის განცხადების პათოსს, როდესაც მან „იბერიას“ ჟურნალისტების ერთობლივ განცხადებას  უწოდა შანტაჟი ბიზნესის გადასარჩენად“.

 წულუკიანის თქმით, საქართველოში დღეს მედიაპლურალიზმია და ხელისუფლება  მზადაა, ამ მონაპოვარს გაუფრთხილდეს:

„მინდა კიდევ ერთხელ იბერიას, რუთავი2-ს იმედს, პირველ  არხს, ყველას ვერ ჩამოგთვლით იმიტომ, რომ  ჩვენი ხელისუფლების პირობებში ძალიან ბევრი ტელეარხი მუშაობს, გისურვოთ ყველას დიდხანს მუშაობა,  ანუ დიდხანს სიცოცხლე  და იმ ამბების გაშუქება, რომელიც თქვენ მიგაჩნიათ მნიშვნელოვნად, რადგან ეს არის სწორედ ის მედიაპლურალიზმი, რომელიც ჩვენმა ხელისუფლებამ მოიტანა  და შესაბამისად თქვენთან ერთად ჩვენ, როგროც ადრე ვიყავით მზად, ახლაც  მზად ვართ,  ამ დიდ მონაპოვარს მოვუფრთხილდეთ“,-აღნიშნა წულუკიანმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რომის პაპი ჟურნალისტებს - მიხარია, რომ აქ ხართ, კარგი გაშუქება ყველგან და ყველასთვის მნიშვნელოვანია
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
Transparency International Georgia - მიხეილ სააკაშვილის სახელი შეტანილი იქნება ჩვენი ორგანიზაციის მიერ შედგენილი პოლიტიკური პატიმრების სიაში
რუსეთი სამშენებლო კომპანიების გაკოტრების ტალღამ მოიცვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics