12:58 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-27 15:16:55, 1620 ნახვა

კომენტარი
წულუკიანი: ყველა ინსტრუმენტი იქნება გამოყენებული, რათა ტატუნაშვილის გარდაცვალება უბრალოდ ფაქტად არ დარჩეს

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ოკუპირებულ ცხინვალში გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის ოჯახსა და მის ახლობლებს სამძიმარს უცხადებს.

როგორც წულუკიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, ხელისუფლება პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ცხედარი ოჯახს უმოკლეს დროში გადაეცეს.

„მინდა მივუსამძიმრო ტატუნაშვილის ოჯახს, ახლობლებს. ეს ტრაგედია არ არის მხოლოდ მათი ტრაგედია, ეს ჩვენი, ყველას ტრაგედიაა, როდესაც რუსეთის ოკუპაციის პერიოდში დეფაქტო ხელისუფლებასთან ერთად ამგვარი ტრაგიკული ამბების მომსწრენი ვხდებით. მინდა კიდევ ერთხელ დავადასტურო, რომ პრემიერის ხელმძღვანელობით, ჩვენი ხელისუფლება ყოველწუთიერად აქტიურად მუშაობს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოქმედ ამ საქმეში ჩართულ პირებთან იმისათვის, რომ რაც შეიძლება მალე გადმოვასვენოთ ცხედარი, რათა შევძლოთ მას მივაგოთ პატივი და ჩვენი წესისამებრ მოხდეს გლოვის ორგანიზება“, - განაცხადა წულუკიანმა და განმარტა, რომ საერთაშორისო დონეზე ყველა ინსტრუმენტი იქნება გამოყენებული, რათა ტატუნაშვილის გარდაცვალების ფაქტი უბრალოდ ფაქტად არ დარჩეს.

„ამ საქმის გარშემო განვითარებულ მოვლენებს ყველა უმაღლეს დონეზე ჩვენი ხელისუფლება საერთაშორისო ფორმატებში აყენებს და მომავალში უფრო კონკრეტული ფაქტებით შეიარაღებული, კიდევ მრავალჯერ დააყენებს. ყველა ინსტრუმენტი იქნება გამოყენებული იმისათვის, რომ ეს ფაქტი არ დარჩეს უბრალოდ ფაქტად. რადგან ეს უბრალოდ ფაქტი ნამდვილად არ არის“, - აღნიშნა წულუკიანმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics