|
2018-02-26 21:41:02, 830 ნახვა
დიმიტრი ქუმსიშვილი: მსოფლიო ბანკთან ერთად ახალ საგრანტო პროგრამას ვიწყებთ, რომლის ჯამური მოცულობა 2 მლნ ლარია
„ჩვენ მსოფლიო ბანკთან ერთად ახალ „თანადაფინანსების გრანტების პროგრამას" ვიწყებთ, რომლის ჯამური მოცულობაა 2 მლნ ლარი. ეს თანხა, როგორც გრანტი, გამარჯვებულ სტარტაპერებს გადაეცემათ. თუმცა მთლიანი თანხა, რომელსაც სახელმწიფო მსოფლიო ბანკთან ერთად დახარჯავს, ჯამში 2,8 მლნ ლარს გადააჭარბებს," - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ახალი საგრანტო პროგრამის დაწყების ოფიციალურ პრეზენტაციაზე განაცხადა, რომელიც ტექნოპარკში გაიმართა. ქუმსიშვილის თქმით, შემოსული ინოვაციური განაცხადებიდან უცხოელი ექსპერტები შეარჩევენ მათ, რომელთაც გლობალურ ბაზრებზე განვითარების შესაძლებლობა ექნებათ. ამის შემდეგ, სტარტაპერები შეისწავლიან, როგორ უნდა მოხდეს აღნიშნული იდეების ნამდვილ საინვესტიციო წინადადებებად ჩამოყალიბება და შემდგომში ინვესტორებისთვის წარდგენა. „ყველას მოვუწოდებ, მიიღონ მონაწილეობა საგრანტო პროგრამაში. დღეიდან ვებგვერდზე grants.gov.ge უკვე დაიწყო განაცხადების მიღება. ძალიან მინდა, რომ ამ შესაძლებლობით ბევრმა ადამიანმა ისარგებლოს და შესაბამისად, თავიანთი განაცხადები შემოიტანონ," - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა. „თანადაფინანსების გრანტების პროგრამა" მსოფლიო ბანკის პროექტის „ეროვნული ინოვაციების ეკოსისტემის" (GENIE) ფარგლებში გამოცხადდა. მისი მიზანია საქართველოში საერთაშორისო პოტენციალის მქონე ინოვაციური პროდუქტების და მომსახურების შემუშავება-ათვისების და კომერციალიზაციის გზით ინოვაციების და ინოვაციური საწარმოების წარმოქმნის სტიმულირება.
(NS)
პეკინისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების კვეთიდან ჟვანიას მოედნის მიმართულებით მოძრაობა დროებით შეიზღუდება
რამზან კადიროვის შვილს ჩეჩნეთის რესპუბლიკის გმირის წოდება მიენიჭა
ე.წ ფასეულობების დაცვის მიზნით ოცნების პარლამენტი კანონპროექტის მიღებას აპირებს
ავალიანის საქმეზე იმნაძეს და ბერუაშვილს აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)