02:14 - 08 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-26 20:12:45, 979 ნახვა

დავით ქაცარავას ინფორმაციით, არჩილ ტატუნაშვილი ახალგორის გამგებლის დაკვეთით, საკონტროლო გასროლით მოკლეს

მოძრაობის "ძალა ერთობაშია“ ლიდერის დავით ქაცარავას ინფორმაციით,   არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობა ახალგორის გამგებელმა დაუკვეთა, ხოლო  ვინმე ლუდვიკ ხაჩიროვმა შეასრულა.

ქაცარავას თქმით, ტატუნაშვილი საკონტროლო გასროლითაა მოკლული:

„დამკვეთი გახლავთ ვინმე ფილიპ ხაჩიროვი, რომელიც არის  ახალგორის გამგებელი, ხოლო შემსრულებელი,  მკვლელი არის ლუდვიგ ხაჩიროვი, რომელმაც საკონტროლო გასროლით მოკლა არჩილ ტატუნაშვილი.

მოძრაობა "ძალა ერთობაშია" შეუქმნის დისკომფორტს რუსულ ბიზნესს. რუსეთის მოქალაქეებმა  უნდა იგრძნონ სერიოზული პასუხისმგებლობა და დისკომფორტი მათი ტერორისტი მთავრობის გამო“,-განაცხადა დავიტ ქაცარავამ.

შეგახსენებთ, 22 თებერვალს, საოკუპაციო რეჟიმმა ჩვენი 3 მოქალაქე - არჩილ ტატუნაშვილი, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი, ახალგორში უკანონოდ დააკავა. 23 თებერვალს  კი, ცნობილი გახდა, რომ არჩილ ტატუნაშვილი გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა.

ოკუპირებული ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებამ ცხედრის გადმოცემაზე დღეს  უარი თქვა.

ე.წ. ხელისუფლების ინფორმაციით, პირველადი დათვალიერებით სიღრმისეული ექსპერტიზა ვერ ჩატარდა, რის გამოც მათ რუსეთის საექსპერტო ბიუროს მიმართეს. აღნიშნულ პროცესს კი, მათივე თქმით, რამდენიმე დღე დასჭირდება.

რაც შეეხება ტატუნაშვილთან ერთად დაკავებულ საქართველოს ორ მოქალაქეს, ისინი ჯერ კიდევ ოკუპირებული ახალგორის ტერიტორიაზე იმყოფებიან და საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლას ვერ ახერხებენ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პეკინისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების კვეთიდან ჟვანიას მოედნის მიმართულებით მოძრაობა დროებით შეიზღუდება
რამზან კადიროვის შვილს ჩეჩნეთის რესპუბლიკის გმირის წოდება მიენიჭა
ე.წ ფასეულობების დაცვის მიზნით ოცნების პარლამენტი კანონპროექტის მიღებას აპირებს
ავალიანის საქმეზე იმნაძეს და ბერუაშვილს აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics