|
2018-02-26 19:50:32, 2092 ნახვა
პოლიტიკა
საქართველო ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის დაშვებას ითხოვს
„ჩემი ვიზიტის უმთავრესი მიზანია მოვახდინო საერთაშორისო საზოგადოების, გაერო-ს წევრი ქვეყნების და ინსტიტუტების მაქსიმალური მობილიზება საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით" - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს სესიაზე საქართველოს მონაწილეობისა და გაეროს გენერალურ მდივანთან შეხვედრის შეფასებისას განაცხადა. საგარეო უწყების ხელმძღვანელის განცხადებით, ქართული მხარე მოითხოვს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებებისა და უსაფრთხოების მხრივ არსებული ვითარებასა და ძალადობის კონკრეტულ ფაქტებზე საერთაშორისო თანამეგობრობის აქტიურ ჩართულობას და რეაგირებას და ადგილზე ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის დაშვებას. „მე მივაწოდე ინფორმაცია არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალებისა და ჩვენი მოქალაქეების დაკავებასთან დაკავშირებით, როგორც გაეროს გენერალურ მდივანს, ასევე, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრებს. ჩვენ ვითხოვთ საერთაშორისო ინსტიტუტების და საზოგადოების აქტიურ ჩართულობას და რეაგირებას. ჩვენ ვითხოვთ ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის დაშვებას ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რაც ასახულია რეზოლუციაში, რომელსაც წარვადგენთ ამ სესიაზე. ვიმედოვნებთ, რომ აღნიშნული რეზოლუცია იქნება მხარდაჭერილი საბჭოს მიერ" - განაცხადა ჯანელიძემ. ქ. ჟენევაში ვიზიტის ფარგლებში საგარეო საქმეთა მინისტრი სიტყვით გამოვიდა გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს მაღალი სეგმენტის სესიაზე, შეხვედრა გამართა გაერო-ს გენერალურ მდივანთან და კოლეგა მინისტრებთან. ვიზიტის ფარგლებში მიხეილ ჯანელიძე გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლეს კომისარს და გაერო-ს ჟენევის ოფისის გენერალურ დირექტორს შეხვდება.
ტრამპმა განაცხადა, რომ მზადაა, მიიღოს კონგრესის არჩევნების შედეგები და ითანამშრომლოს დემოკრატებთან
უკრაინულმა დრონებმა სამხრეთ რუსეთში მდებარე Ozon-ის დიდ საწყობს დაარტყა
შეერთებული შტატების კონგრესის ქვედა პალატა დემოკრატების ხელში გადადის, ისინი ყველა კომიტეტზე კონტროლს ამყარებენ
დემოკრატებმა გაიმარჯვეს წარმომადგენელთა პალატისა და სენატის არჩევნებში და მოიპოვეს კონტროლი აშშ-ის კონგრესზე
|
რედაქტორის რჩევით
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)