02:14 - 08 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-26 16:33:43, 2128 ნახვა

არჩილ ტატუნაშვილის გადმოსვენების საკითხზე ერგნეთში IPRM-ის არაგეგმიური შეხვედრა მიმდინარეობს

ერგნეთში, ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) მონაწილეების არაგეგმიური შეხვედრა მიმდინარეობს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე განხილული იქნება არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენების და დაკავებულების - ლევან ქუტაშვილის და იოსებ პავლიაშვილის ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე უმოკლეს ვადაში გადმოსვლის საკითხები.

როგორც სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორმა  კახა ქემოკლიძემ აღნიშნა, ასევე ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა ტატუნაშვილის გარდაცვალების საქმეზე ობიექტური გამოძიების ჩატარებაა.

„შეხვედრა ჩაინიშნა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პრინციპული მოთხოვნით, ეს არის ტექნიკური შეხვედრა. ამოცანა არის რამდენიმე, მთავარია, რომ მოხდეს ცხედრის გადმოსვენება უახლოეს პერიოდში, ასევე იმ ადამიანებს რომელებიც იმყოფებიან ოკუპირებულ ახალგორში, უნდა მიეცეთ გადმოსვლის შესაძლებლობა და უნდა მოხდეს ამ საქმის  სიღრმისეული გამოძიება“, - განაცხადა კახა ქემოკლიძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პეკინისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების კვეთიდან ჟვანიას მოედნის მიმართულებით მოძრაობა დროებით შეიზღუდება
რამზან კადიროვის შვილს ჩეჩნეთის რესპუბლიკის გმირის წოდება მიენიჭა
ე.წ ფასეულობების დაცვის მიზნით ოცნების პარლამენტი კანონპროექტის მიღებას აპირებს
ავალიანის საქმეზე იმნაძეს და ბერუაშვილს აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics