19:36 - 25 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-26 12:19:34, 1456 ნახვა

კომენტარი
ბარამიძე: გვარის თაობაზე ცვლილებები სავარაუდოდ, მთავრობის უახლოეს სხდომაზე იქნება წარდგენილი

იუსტიციის მინისტირის მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე ვარაუდობს, რომ გვარის თაობაზე ცვლილება დასამტკიცებლად მთავრობას უახლოეს სხდომაზე წარედგინება.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, სავარაუდოდ, მომავალი კვირიდან, პარლამენტი აღნიშნული კანონპროექტის განხილვას შეუდგება.

ბარამიძე განმარტავს, რომ ცვლილებები არ გულისხმობს გვარის შეცვლის საერთოდ აკრძალვას, არამედ მეტისმეტად ლიბერალური პოლიტიკა ზომიერად მკაცრი პოლიტიკით იცვლება.

„მოგეხსენებათ, რამდენიმე კვირაა მიმდინარეობს საუბარი იმაზე, რომ გერმანიაში, ევროკავშირის სხვა ქვეყნებში შეშფოთებით უყურებდნენ  ჩვენი მოქალაქეების რაოდენობის ზრდას, რომლებიც ითხოვენ თავშესაფარს. აგრეთვე იმ მოქალაქეების რაოდენობის ზრდას, რომლებიც არღვევენ უვიზო მიმოსვლის რეჟიმს. გაისმა გარკვეული მოწოდებები იმის თაობაზე, ხომ არ უნდა გაუქმდეს უვიზო რეჟიმი და ასე შემდეგ. რასაკვირველია, ჩვენ ამ ყველაფერს ძალიან დიდი სერიოზულობით ვეკიდებით. ძალიან დიდი ძალისხმევა დასჭირდა მთელ ქვეყანას, ხელისუფლებას იმისათვის, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი შეღავათი მოგვეპოვებინა. ცხადია ვგულისხმობ უვიზო მიმოსვლის რეჟიმს. ძალიან სამწუხარო იქნება, თუ მთელი ქვეყანა მსხვერპლი გახდება გარკვეული პირების, რომლებიც ამ შეღავათით არაკეთილსინდისიერად სარგებლობენ. აქედან გამომდინარე, გარკვეული ცვლილების შემუშავება დაგვჭირდება. ერთ-ერთი ასეთი ცვლილებაა გვარის შეცვლის რეჟიმში ცვლილებები. ეს არ ნიშნავს იმას, რომ გვარის შეცვლა არასდროს არავის შეეძლება, უბრალოდ ამ კუთხით მეტისმეტად ლიბერალური პოლიტიკა ზომიერად მკაცრი პოლიტიკით უნდა შეიცვალოს. მაგალითად იმით, რომ არ შეიძლება პირმა შეიცვალოს გვარი იმ პირობებში, როდესაც ის დევნილია სამართალდამცავი ორგანოების მიერ იმ ქვეყანაში ან შეიძლება სხვა ქვეყანაში, მაგრამ ძებნილია, მათ შორის ინტერპოლის არხებით. ასევე პირს დასჭირდება აუცილებლად თავად გამოცხადდეს გადაწყვეტილების მიმღებ ორგანოში - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში და არა წარმომადგენლის მეშვეობით. საზღვარგარეთ მყოფ პირს კვლავაც ექნება უფლება საკონსულოში შეიტანოს განცხადება გვარის შეცვლის თაობაზე, მაგრამ როდესაც საქმე მიდგება უშუალოდ გადაწყვეტილების მიღებაზე, ის აუცილებლად უნდა ჩამოვიდეს საქართველოში, გამოცხადდეს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში და დაასაბუთოს, რაში და რატომ დასჭირდა მას გვარის შეცვლა. ამგვარი პროცედურების გართულებით, ვფიქრობ, ის მეტისმეტად ლიბერალური რეჟიმი, რაც შეშფოთების ერთ-ერთი საგანი იყო ჩვენი ევროპელი კოლეგებისა, უნდა შეიცვალოს“, - განაცხადა ალექსანდრე ბარამიძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რომის პაპი ჟურნალისტებს - მიხარია, რომ აქ ხართ, კარგი გაშუქება ყველგან და ყველასთვის მნიშვნელოვანია
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
Transparency International Georgia - მიხეილ სააკაშვილის სახელი შეტანილი იქნება ჩვენი ორგანიზაციის მიერ შედგენილი პოლიტიკური პატიმრების სიაში
რუსეთი სამშენებლო კომპანიების გაკოტრების ტალღამ მოიცვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics