19:36 - 25 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-24 11:17:43, 1899 ნახვა

კომენტარი
არჩილ ტატუნაშვილის მამა: სიცრუეა რასაც იძახიან, გული საით ჰქონდა, არც იცოდა

ე.წ. სამხრეთ ოსეთში გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის მამის გიორგი ტატუნაშვილის განცხადებით, მას არ სჯერა საოკუპაციო რეჟიმის მიერ გავრცელებული ვერსიის, რომ მისი შვილი გულის შეტევით გარდაიცვალა.

როგორც ტატუნაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, მისი შვილი საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა მოკლეს.

„თითიდან გამოწოვილი სიცრუეა რასაც იძახიან, რომ გულით დაიღუპაო. გული საით ჰქონდა, არ იცოდა“,- განაცხადა გიორგი ტატუნაშვილმა.

ცნობისთვის, ცხინვალის საავადმყოფოში გვიან ღამით, საქართველოს მოქალაქე არჩილ ტატუნაშვილი გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით,საოკუპაციო რეჟიმმა 3 მოქალაქე - არჩილ ტატუნაშვილი, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი, ახალგორში უკანონოდ დააკავა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რომის პაპი ჟურნალისტებს - მიხარია, რომ აქ ხართ, კარგი გაშუქება ყველგან და ყველასთვის მნიშვნელოვანია
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
Transparency International Georgia - მიხეილ სააკაშვილის სახელი შეტანილი იქნება ჩვენი ორგანიზაციის მიერ შედგენილი პოლიტიკური პატიმრების სიაში
რუსეთი სამშენებლო კომპანიების გაკოტრების ტალღამ მოიცვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics