18:47 - 25 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-23 18:15:14, 1850 ნახვა

კომენტარი
პრემიერი: სასწრაფოდ უნდა დადგინდეს, რა ვითარებაში გარდაიცვალა არჩილ ტატუნაშვილი, რათა ყველა დამნაშავემ აგოს პასუხი

„აუცილებლად მიგვაჩნია საერთაშორისო ორგანიზაციების აქტიური ჩართულობით, მოხდეს მკვეთრი რეაგირება და  სასწრაფოდ დადგინდეს, რა ვითარებაში დააკავეს ჩვენი მოქალაქეები და გარდაიცვალა არჩილ ტატუნაშვილი“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებაშია აღნიშნული.

მისი თქმით, აუცილებელია, სასწრაფოდ შეიქმნას ადგილზე ადამიანის უფლებათა და უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმები, რათა მოხდეს ადამიანის უფლებების ასეთ და სხვა მძიმე დარღვევებზე შესაბამისი რეაგირება.

„უპირველეს ყოვლისა, მინდა, უდიდესი მწუხარება გამოვთქვა ცხინვალში დღეს მომხდარი უმძიმესი ფაქტის გამო და გულწრფელად მივუსამძიმრო გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს და ახლობლებს.

22 თებერვალს, საოკუპაციო რეჟიმმა ჩვენი 3 მოქალაქე - არჩილ ტატუნაშვილი, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი, ახალგორში უკანონოდ დააკავა. დღეს კი, ცნობილი გახდა, რომ არჩილ ტატუნაშვილი გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა.

ამ უმძიმესი ფაქტის შესახებ მყისიერად ეცნობათ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასა და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს.

ფაქტთან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და განზრახ მკვლელობის მუხლებით.

საკითხის სიმძიმისა და მნიშვნელობის გათვალისწინებით, აუცილებლად მიგვაჩნია საერთაშორისო ორგანიზაციების აქტიური ჩართულობით, მოხდეს მკვეთრი რეაგირება და  სასწრაფოდ დადგინდეს, რა ვითარებაში დააკავეს ჩვენი მოქალაქეები და გარდაიცვალა არჩილ ტატუნაშვილი, რათა ყველა დამნაშავემ აგოს პასუხი.

ამასთან, აუცილებელია, სასწრაფოდ შეიქმნას ადგილზე ადამიანის უფლებათა და უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმები, რათა მოხდეს ადამიანის უფლებების ასეთ და სხვა მძიმე დარღვევებზე შესაბამისი რეაგირება.

ჩვენ მოვითხოვთ და ყველა საერთაშორისო ბერკეტს გამოიყენებთ, რომ  ახალგორში უკანონოდ დაკავებული ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი დაუყოვნებლივ გათავისუფლდნენ“, - ნათქვამია პრემიერ-მინისტრის განცხადებაში.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რომის პაპი ჟურნალისტებს - მიხარია, რომ აქ ხართ, კარგი გაშუქება ყველგან და ყველასთვის მნიშვნელოვანია
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
Transparency International Georgia - მიხეილ სააკაშვილის სახელი შეტანილი იქნება ჩვენი ორგანიზაციის მიერ შედგენილი პოლიტიკური პატიმრების სიაში
რუსეთი სამშენებლო კომპანიების გაკოტრების ტალღამ მოიცვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics