|
2018-02-23 16:10:06, 1860 ნახვა
კომენტარი
მდინარაძე: მუხთარლის საქმეზე კითხვის ნიშნები მართლაც არსებობს, თუმცა კომისიის შექმნაზე არგუმენტები პოლიტიკური იყო
ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრის მამუკა მდინარაძის განცხადებით, ოპოზიცია მუხთარლის საქმეზე მოუმზადებელია და სამართლებრივის ნაცვლად, პოლიტიკური არგუმენტებით შემოიფარგლება. როგორც მან პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, ტენდენციურია ამგვარი დასათაურება: შეიქმნას აფგან მუხთარლის თავდასხმის, მისი გატაცების, თავისუფლების უკანონო აღკვეთის, საქართველოს სახელმწიფო საზღვრებზე უკანონო გადაყვანის ფაქტის შემსწავლელი საგამოძიებო კომისია. მდინარაძე ფიქრობს, რომ ზემოთ ხსენებული ფაქტები გამოსაძიებელია. ამასთან, მდინარაძის შეფასებით, მუხთარლის საქმეზე კითხვის ნიშნები მართლაც არსებობს, თუმცა, ოპოზიციას კომისიის შესაქმნელად მყარი არგუმენტები დღეს არ წარმოუდგენია: „მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ კარგი იურისტები გიზით რიგებში, ნამდვილად არ მეგონა, რომ ამდენთვიანი მოთხოვნის შემდეგ ასეთი მოუმზადებელები იქნებოდით ამ საკითხის მიმართ, ყველა თქვენი არგუმენტი პოლიტიკური იყო. აბსოლუტურად სწორად გითხრათ ბატონმა ნუკრიმ, როცა ბრძანა, რომ ამის შედეგი თქვენი მოლოდინით არის პოლიტიკური შოუ, თორემ რეალურად ამ საქმეში კითხვის ნიშნები მართლაც არსებობს,მართლაც უნდა გაეცეს პასუხი, საზოგადოებას კითხვები აქვს, არის გარკვეული ვერსიებიც, ეჭვებიც, მაგრამ არა ისე, როგორც თქვენ ჩაწერეთ სათაურში, ვერ მოითმინეთ და ტენდენცია აქ გამოჩნდა, ფაქტია დანაშაული და თქვნ საუბრობთ დანაშაულის სუბიექტებზე, რომ სუბიექტები არ ვიცითო და ამიტომ უნდა შეიქმნას კომისიაო, მაგრამ აპრიორში მიიჩნევთ, რომ ფაქტია ის, რომ მოხდა თავდასხმა, გატაცება, ესეც გამოსაძიებელია სინამდვილეში. როცა წარმომდგენს ვეკითხებოდი, რას გააკეთებს კომისია განსხვავებულს პროკურატურისგან, აქაც პოლიტიკური პასუხები მოვისმინეთ და ვერ მოვისმინეთ სამართლებრივი პროცედურა, როგორ უდნა მივიდეთ რაღაც შედეგამდე. როცა გეკითხებოდით, გაქვთ თუ არა რაიმე განსხვავებული ინფორმაცია, რომელსაც არ, ან ვერ ამბობთ, სწორედ იმას ვგულისმხობდი, რომ გინდათ დაადასტუროთ ის რა მოცემულობაც სათაურში შემოგვთავაზეთ“,-განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
რომის პაპი ჟურნალისტებს - მიხარია, რომ აქ ხართ, კარგი გაშუქება ყველგან და ყველასთვის მნიშვნელოვანია
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
Transparency International Georgia - მიხეილ სააკაშვილის სახელი შეტანილი იქნება ჩვენი ორგანიზაციის მიერ შედგენილი პოლიტიკური პატიმრების სიაში
რუსეთი სამშენებლო კომპანიების გაკოტრების ტალღამ მოიცვა
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)