|
2018-02-23 16:06:53, 1821 ნახვა
კომენტარი
დავით ბაქრაძე: მუხთარლის საქმეზე პროკურატურის 8-თვიანი გამოძიება ნულოვან ნდობას იმსახურებს
„ევროპული საქართველოს“ წევრის დავით ბაქრაძის განცხადებით, პროკურატურის მიერ წარმოებული 8-თვიანი გამოძიება აფგან მუხთარლის საქმესთან დაკავშირებით ნულოვან ნდობას იმსახურებს. როგორც ბაქრაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლის დროს განმარტა, საკანონმდებლო ორგანოში საგამოძიებო კომისიის შექმნა ნდობის მოსაპოვებლად არის საჭირო. "ამ კომისიას ექნება ნდობა. ნდობა, რომელიც ნულოვანი გააჩნია დღევანდელ გამოძიებას. იმის მერე რაც 8-თვიანი გამოძიების შედეგად, ერთადერთი რამე გავიგეთ, რომ მთელ პერიმეტრზე ყველა კამერა გამორთული იყო, სადაც ეს ადამიანი გადაჰყავდათ, რთული წარმოსადგენია ნებისმიერმა ადამიანმა საქართველოში ან საქართველოს გარეთ, ამ გამოძიების შედეგები დაიჯეროს. იმისთვის, რომ საქართველომ ეს ლაქა მოიშოროს საკუთარი რეპუტაციიდან საჭიროა გამოძიების სანდოობა, რომ ქვეყნის შიგნით და ჩვენი უცხოელი პარტნიორებიც ენდობოდნენ გამოძიების შედეგს. ეს ექნება საპარლამენტო კომისიას, რაც სამწუხაროდ ვეღარ ექნება პროკურატურის გამოძიებას ამ 8 თვიდან გამომდინარე. კონსტრუქციულობას კი, არ ვთამაშობთ, ეს ჩვენი მხრიდან ძალიან სერიოზული შემოთავაზებაა. გვინდა ნდობის ნაწილი ვიყოთ და ჩვენი რეპუტაცია ჩავდოთ მათ შორის ამ ნდობაში თუ დადასტურდა, რომ სახელმწიფო მართლა არაფერ შუაშია. როდესაც ოპოზიციის წარმომადგენელი შედის საგამოძიებო კომისიაში, ჩვენ არ ვიცით რა შედეგი დადგება. ღმერთმა ქნას, რომ დადასტურდეს, რომ სახელმწიფო არაფერ შუაში არ იყო. გპირდებით, ოპოზიციის ის წარმომადგენელი, რომელიც იქნება კომისიაში, თუ ეს შედეგი დადგება, გამოვა და საკუთარი რეპუტაციით და საკუთარი სიტყვებით გაამყარებს ამ შედეგს და იტყვის, რომ სახელმწიფო არაფერ შუაშია. ჩვენ ისტერიკას არ ვაწყობთ და არავის არაფერს ვაბრალებთ, მაგრამ ნუ წაგვართმევთ უფლებას, იქიდან გამომდინარე, როგორც გამოძიება მიდის, გვჯეროდეს, რომ ეს არის სახელმწიფო დანაშაული. თუ ეს გამოიკვეთა, მაშინ პირველ რიგში თქვენივე ინტერესებშია, რომ ხელი არ დააფაროთ იმას ვინც ამას სჩადის. ასეთი ხელის დაფარება ძალიან ცუდად მთავრდება. ჩვენი ცოდვიანი წარსულის ერთ-ერთი გაკვეთილი არის ის, რომ სწორედ ასეთ ადამიანებს პოლიტიკურ პასუხს არ ვთხოვდით პარლამენტში, მერე ეს ყველაფერი ქვეყნისთვისაც და შენთვისაც ძალიან ცუდად მთავრდება. ეს არის ტესტი თქვენთვის, რომელიც უნდა ჩააბაროთ“, - განაცხადა ბაქრაძემ. საპარლამენტო უმცირესობის დეპუტატმა მმართველ გუნდს კიდევ ერთხელ მოუწოდა საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარი დაუჭირონ. "უკაცრავად ბატონებო მაგრამ, ტელპორტაცია მოხდა ბატონი მუხთარლის აზერბაიჯანში?! ეს არ იყო თავდასხმა და გატაცება?! ეს ფაქტის კონსტატაცია, ნუ გავცდებით საღი აზრის ფარგლებს. ჩვენ, რომ თქვენთვის ზიანის მიყენება გვინდოდეს, იმაზე მეტ ზიანს თქვენ თვითონ ვერ მიაყენებთ საკუთარ თავს, თუ ამ დისკუსიის შემდეგ კომისიას არ შექმნით. მიუხედავად იმისა, რომ არ მაქვს პოზიტიური გადაწყვეტილების იმედი, მინდა უმრავლესობის საღად მოაზროვნე წევრებს მხარი დაუჭირონ ამ კომისიის შექმნას", - დასძინა ბაქრაძემ.
რომის პაპი ჟურნალისტებს - მიხარია, რომ აქ ხართ, კარგი გაშუქება ყველგან და ყველასთვის მნიშვნელოვანია
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
Transparency International Georgia - მიხეილ სააკაშვილის სახელი შეტანილი იქნება ჩვენი ორგანიზაციის მიერ შედგენილი პოლიტიკური პატიმრების სიაში
რუსეთი სამშენებლო კომპანიების გაკოტრების ტალღამ მოიცვა
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)