|
2018-02-22 16:33:54, 1831 ნახვა
ეკონომიკა
New Balance-ისა და Under Armour-ის ტანსაცმელს აჭარაში შეკერავენ
სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის მხარდაჭერით, ფოთში „აჭარა ტექსტილის“ ახალი საწარმო გაიხსნა. საწარმო დღეს საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა გახსნა. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ „აჭარა ტექსტილის“ დამფუძნებელი ჯემალ ბილგინგულლუოღლუ და Nike Ema-ს რეგიონალური დირექტორი კანერ სოიტასი. ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, „აჭარა ტექსტილის“ ახალი საწარმო პროდუქციას მიაწოდებს ისეთ მსხვილ ბრენდებს, როგორებიცაა New Balance და Under Armour. ახალ საწარმოში 3000 ადამიანი დასაქმდება. „როდესაც საძირკველი ჩავუყარეთ ამ ქარხნის მშენებლობას, კარგად მახსოვს, რომ მაშინ არსებობდა სკეპტიციზმი, თუ რამდენად იყო შესაძლებელი ასეთ ტრიალ მინდორში ასეთი ინვესტიციების განხორციელება ასეთ დროში. თუმცა, დღეს ჩვენ აქ ვართ და ეს არის მართლაც თვალსაჩინო მაგალითი და დადასტურება, რომ ბიზნესი ვითარდება იქ, სადაც არსებობს ამის სურვილი და სწორი ხედვა. სადაც არსებობს წარმოების რწმენა, რომ ასეთ საწარმოში ჩადებული ყოველი ლარი არა მხოლოდ აქ დასაქმებული ადამიანების, არამედ საბოლოო ჯამში, ყოველი მოქალაქის კეთილდღეობას მოხმარდება“, - განაცხადა საწარმოს გახსნის ცერემონიაზე დიმიტრი ქუმსიშვილმა. მისი თქმით, საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და მთავრობის ინიციატივით განხორციელებული რეფორმებით დასტურდება მთავრობის პრიორიტეტი, რაც ბიზნესის თავისუფლებას და ხელშეწყობას გულისხმობს, განსაკუთრებით კი რეგიონებში. „აჭარა ტექსტილი“ 100%-ით ექსპორტზე ორიენტირებული კომპანიაა, რომელიც უკვე თანამშრომლობს ისეთ საერთაშორისო კომპანიებთან, როგორებიცაა: Nike, Adidas, Puma, Lotto, Erima და საქართველოში შეკერილი პროდუქციის რეალიზაციას საერთაშორისო ბაზარზე ახერხებს. კომპანია წლიურად 10 000 000 ერთეულ პროდუქტს აწარმოებს, ხოლო ახალი მაღალი ხარისხის მანქანა-დანადგარების ამოქმედებით წარმოების მოცულობა მნიშვნელოვნად გაიზრდება. (NS)
ეჩმიაძინში სრულიად სომეხთა კათოლიკოს გარეგინ II-ის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს
ქუთაისში „ავტო გალერის“ ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
თურქეთი, საუდის არაბეთი და პაკისტანი „აგრესორების“ წინააღმდეგ ერთად იბრძოლებენ: შეთანხმებას ხელი მოეწერა
აშშ-ის დაზვერვა ვარაუდობს, რომ პუტინს შეუძლია უკრაინაში ომის პარალელურად ნატოს წევრ ქვეყანაზე თავდასხმა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)