08:22 - 21 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-15 17:09:00, 3381 ნახვა

კომენტარი
გიორგი ქადაგიძე: როდესაც შეთქმულების თეორიებს უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირები ავითარებენ, უხერხულია

„როდესაც შეთქმულების თეორიებს უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირები ავითარებენ, ამაზე ერთადერთი კომენტარი არის, ის რომ ეს უხერხულია“,-ასე შეაფასა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ  ჟურნალისტებთან საუბრისას ვიცე-პრემიერის, ენერგეტიკის მინისტრის, კახა კალაძის განცხადება, რომლის თანახმადაც, მთავრობას ბანკების მიერ განხორციელებული  ტრანზაქციების შესახებ ინფორმაცია არა აქვს. 

 „როდესაც  ყვეთელი პრესა საუბრობს შეთქმულების თეორიებზე, ეს შეიძლება გაიგო რადგან ცდილობს სპეციფიკური ტიპის მკითხველი მიიზოდოს, მაგრამ როდესაც შეთქმულების თეორიებს უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირები ავითარებენ, ამაზე ერთადერთი კომენტარი არის, ის რომ ეს უხერხულია. ჩვენ ვსაუბრობთ ფინანსურ ინსტიტუტებზე, რომლის  აქციონერი კრედიტორი თუნდაც EBRD-ის,  რომლის ფორუმიდანაც ჩვენ ვცდილობთ მაქსიმალური შედეგი მივიღოთ“,-განაცხადა გიორგი ქადაგიძემ. 

მისივე განცხადებით,  მთავრობასა და ეროვნულ ბანკს  შორის კოორდინაციის პრობლემა არ არსებობს.  

„არანაირი პრობლემა  კოორდინაციასა და ინფორმაციის გაცვლასთან დაკავშირებით  არ არსებობს. ჩვენ შეფასებებსა და პროგნოზებს მუდმივად ვაწვდით მთავრობას, როგორც უნდა იქცეოდეს ყველა განვითარებული ქვეყნის ცენტრალირი ბანკი. ის გამოწვევები, რაც ჩვენ დღეს გვაქვს ნათელია, ასევე მინდა ავღნიშნო, რომ ჩვენს მიერ თანამდებობის  პირების  მიერ გაკეთებული განცხადებები გავლენას ახდენს იმ მოლოდინებზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია მოკლევადიანი კურსის ფორმირების პროცესში“,-აღნიშნა გიორგი ქადაგიძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სახელმწიფო დუმის არჩევნები: წინასწარი შედეგები და პარტიის ლიდერების პირველადი რეაქციები
რამზან კადიროვმა ჩეჩნეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ხმების 97.35% მიიღო
დუმის არჩევნებში პუტინის პარტია Единая Россия [ერთიანი რუსეთი] 57,54%-ით ლიდერობს
მემარცხენე პარტია (Die Linke) ბერლინის ადგილობრივ არჩევნებში პირველ ადგილზეა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics