|
2018-02-22 11:09:19, 489 ნახვა
საქართველოს ოფიციალური ვიზიტით დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვევა
22-23 თებერვალს საქართველოს ოფიციალური ვიზიტით დანიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი ანდერს სამუელსენი ეწვევა. საქართველოს საგარეო უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში დანიის საგარეო უწყების ხელძღვანელი შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან, პირველ ვიცე-პრემიერთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან და ვიცე-პრემიერთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან. შეხვედრებისას ყურადღება გამახვილდა ორმხრივი ურთიერთობების მნიშვნელოვან საკითხებზე და სამომავლო პერსპექტივებზე. საქართველოს ვიცე-პრემიერთან, საგარეო უწყების ხელმძღვანელთან მიხეილ ჯანელიძესთან შეხვედრის შემდგომ გაიმართება „დანიის სამეზობლო პროგრამის" პრეზენტაცია. პროგრამა ითვალისწინებს საქართველოსთვის ფინანსურ დახმარებას, რაც მოიცავს ორ მთავარ მიმართულებას: დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების ხელშეწყობა და მდგრადი და ინკლუზიური ეკონომიკური განვითარების მხარდაჭერა. აღსანიშნავია, რომ დანიის გადაწყვეტილებით ახალ 2017-2021 წლების სამეზობლო სტრატეგიაში პრიორიტეტულ ნუსხაში ადრე არსებული 7 ქვეყნიდან დარჩა მხოლოდ საქართველო და უკრაინა. „დანიის სამეზობლო პროგრამის" პრეზენტაციის დასრულების შემდგომ გაიმართება ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივი პრეს-კონფერენცია.
ეჩმიაძინში სრულიად სომეხთა კათოლიკოს გარეგინ II-ის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს
ქუთაისში „ავტო გალერის“ ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
თურქეთი, საუდის არაბეთი და პაკისტანი „აგრესორების“ წინააღმდეგ ერთად იბრძოლებენ: შეთანხმებას ხელი მოეწერა
აშშ-ის დაზვერვა ვარაუდობს, რომ პუტინს შეუძლია უკრაინაში ომის პარალელურად ნატოს წევრ ქვეყანაზე თავდასხმა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)