|
2018-02-21 16:13:16, 1516 ნახვა
კომენტარი
ანა ნაცვლიშვილი: საზმაუს სახელით არ უნდა მოხდეს დარტყმა თავისუფალ მედია გარემოზე
პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის ანა ნაცვლიშვილის შეფასებით, "მაუწყებლობის შესახებ" კანონპროექტში ასახული ცვლილებები, საზოგადოებრივი მაუწყებლის წინაშე არსებულ პრობლემებს ვერ მოაგვარებს. როგორც ნაცლიშვილმა პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, საზოგადოებრივი მაუწყებლის მოთხოვნები დაუსაბუთებელია. "დაუსაბუთებელი მოთხვნის გაზიარება პარლამენტის მხრიდან მეტად მიზანშეუწონელი იქნება. საგულისხმოა ის, რომ კანონპროექტის განხილვის პროცესში ერთიანი სურათი - რა გამოწვევებია საზოგადოებრივი მაუწყებლის წინაშე დღეს, არ ყოფილა არც დანახული, არც გააანალიზებული და არც შეფასებული. უფრო მეტიც ამ კანონპროქტს ემიჯნება საზოგადოებრივი მაუწყებლის მმართველი რგოლის ნაწილი, მხედველობაში მაქვს საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ხელმძღვანელობა. ისინი აცხადებენ, რომ მათ სულ სხვა პრობლემები აქვთ და მნიშვნელოვანია დისკუსია ყველა იმ პრობლემაზე, რომელიც აქვს საზოგადოებრივ მაუწყებელს მათ შორის აჭარის ნაწილს. ერთ-ერთი პრობლემა, რომელიც მათ აქვთ ეს არის შენობის პრობლემა და კიდევ რიგი სხვა პრობლემებისა. მიუხედავად ამისა, აჭარის საზმაუს გაცილებით ნაკლები თანხა აქვს, ვიდრე საზოგადოებრივ მაუწყებელს. ფული საზოგადოებრივ მაუწყებელს ვერ მოუტანს გაუმჯობესებულ ხარისხს, სამწუხაროდ ვერც გაზრდილ ნდობას. სამწუხაროა კიდევ ორი რამ - რომ ამ დისკუსიაში ერთიანი სურათის დანახვა არ მომხდარა. ეს სურათი უნდა იყოს დანახული. ასევე საყურადღებოა აუდიტის სამსახურის დასკვნაც. საზმაუს ხელით და სახელით არ უნდა მოხდეს დარტყმა თავისუფალ მედია გარემოზე. საზმაუს ფუნქცია ის არ არის, რომ გამოაცალოს ხელიდან კერძო მაუწყებლებს მათი არსებობისთვის აუცილებელი სახსრები. საზმაუს ფუნქცია არის ის, რომ გააძლიეროს მედია გარემო, რომ ტონი მისცეს სხვა მედია საშუალებებს, რომ პრეცენდენტები მაგალითები შექმნას ინოვაციის, დამოუკიდებლობის, განვითარების და ხარისხის. მნიშვნელოვანია ვიფიქროთ ისეთ გამოსავალზე, რომელიც გააძლიერებს საზმაუს და არ დაასუსტებს სხვა მედია საშუალებებს" , - განაცხადა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა.
მუსიკოსთა პროფესიული კავშირი მათე დევიძეზე: მუსიკოსის ადგილი სცენაზეა და არა საკანში
მამა ლევანი ჯიქური: სულ ნუ გაიწყვიტეთ შუბლის ძარღვი - ხალხი საზღვრისპირა სოფელში ცხოვრობს
როგორ არიან ჩართული სახელისუფლო პროპაგანდა მეუფე იობის გაშავებაში - ISFED კვლევა
25–26 დეკემბერს Spotlight 2026 საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გაიმართება
|
რედაქტორის რჩევით
ჩემი უკანასკნელი იმედი მოკვდა — რატომ მიიჩნევა „ქართული ოცნების“ მიერ სუროგაციის სრული აკრძალვა ცუდ გადაწყვეტილებად?
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
ომი უკრაინაში
კიევის ოლქში რუსული დრონის თავდასხმის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა
მათ ალყა გაარღვიეს და 14 სოფელი დაიბრუნეს, უკრაინელმა სამხედროებმა გაასაჯაროეს ოპერაცია „დათვების ხაფანგის“ ქრონიკა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|





