|
2018-02-21 15:07:22, 2427 ნახვა
პოლიტიკა
პარლამენტში „მაუწყებლობების შესახებ“ კანონზე პრეზიდენტის ვეტოს განხილვა მიმდინარეობს
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „მაუწყებლობების შესახებ“ კანონზე პრეზიდენტის ვეტოს განხილვა მიმდინარეობს. გიორგი მარგველაშვილის მოტივირებულ შენიშვნებს დეპუტატებს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა ნაცვლიშვილი აცნობს. როგორც ნაცვლიშვილმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, ცვლილებების არსებული ფორმით მიღება კომერციულ მედია საშუალებებს სერიოზულ ფინანსურ პრობლემებს შეუქმნის, საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმართ კი, ნდობა შემცირდება. "პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები შეეხება "მაუწყებლობების შესახებ" კანონპროექტის იმ ნაწილებს, რომელთა კანონად გადაქცევა არსებით საფრთხეს შეუქმნის სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის სიკეთეებს. თუ ეს კანონპროექტი გახდება კანონი, ის დააწესებს უსამართლო პირობებს მედია ბაზარზე, რაც სერიოზულ ფინანსურ პრობლემებს შეუქმნის კომერციულ მედია საშუალებებს. ეს ფინანსური პრობლემები პირდაპირ პროპორციულად აისახება კომერციული მედია საშუალებების დამოუკიდებლობასა და ეფექტურობაზე. შედეგად დაზარალდება არა მხოლოდ მედია გარემო და მედია საშუალებები, არამედ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებიც, ასევე დაკნინდება მედია დამოუკიდებლობა. ეს ცვლილებები ვერ მოაგვარებს იმ გამოწვევებს, რომლის წინაშე დღეს საზოგადოებრივი მაუწყებელი დგას. ეს ცვლილებები საზმაუს ახალი გამოწვევების წინაშე დააყენებს. და ბოლოს ეს ცვლილებები ხელს გაუხსნის სერიოზული კორუფციის რისკებს საზოგადოებრივ მაუწყებელში, რაც თავისთავად პრობლემურია და მნისვნელოვანი გამოწვევება იქნება საზმაუს ნდობის მიმართ", - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა. როგორც ცნობილია, საპარლამენტო უმრავლესობა პრეზიდენტის შენიშვნებს არ იზიარებს და ვეტოს დაძლევას გეგმავს. რაც შეეხება საპარლამენტო უმცირესობას, ოპოზიცია პრეზიდენტის ვეტოს იზიარებს. მათი თქმით, "მაუწყებლობის შესახებ" კანონში წარმოდგენილი ცვლილებები კერძო ტელეკომპანიებს და ზოგადად მედიაგარემოს დააზიანებს. პრეზიდენტის შენიშვნებს ასევე იზიარებენ არასამთავრობო ორგანიზაციები და საპარლამენტო უმრავლესობას მოუწოდებენ, ვეტო არ დაძლიონ. მათი შეფასებით, წარმოდგენილი კანონი მნიშვნელოვნად ზრდის საზოგადოებრივ მაუწყებელში გაუმჭვირვალობისა და კორუფციის რისკებს. ამავე პოზიციაზე არიან მედიაორგანიზაციებიც. ისინი მიიჩნევენ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის სარეკლამო და სასპონსორო შესაძლებლობების მნიშვნელოვნად გაზრდა საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიის ფინანსურ მდგრადობას. "მეორე მხრივ კი ეჭვქვეშ აყენებს თავად საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეას, რაც სხვა კომპონენტებთან ერთად კომერციული გავლენისგან თავისუფლებას გულისხმობს". პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის შემთხვევაში, რაც პირვანდელი კანონპროექტის კენჭისყრას გულისხმობს, მის მისაღებად საჭირო იქნება პარლამენტის სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი - 76 ხმა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)