|
2015-05-15 15:15:01, 810 ნახვა
ეკონომიკა
თერჯოლაში 2 წელიწადში ცემენტისა და ხელოვნური ქვის საწარმო ამუშავდება
თერჯოლაში 2 წელიწადში ცემენტისა და ხელოვნური ქვის საწარმო ამუშავდება, - ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს. უწყების ინფორმაციით, პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება სიმბოლურ ფასად კიდევ ერთ საწარმოს გადაეცა - საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, შპს „საქმილსადენმშენმა“ სიმბოლურ ფასად, 1 ლარად საკუთრებაში მიიღო თერჯოლის მუნიციპალიტეტში, სოფელ კვახჭირში მდებარე 16 819.00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომლის საბაზრო ღირებულებაც 84 100 ლარია. სანაცვლოდ კომპანია ააშენებს ცემენტის ან ხელოვნური ქვის ნაწარმის საწარმოს და პროდუქციის გამოშვებას არაუმეტეს 2 წლის ვადაში. კომპანიის წარმომადგენლების განცხადებით, საწარმოს შესაქმნელად 336 400 ლარის ინვესტიციის განხორციელება და 25 ადამიანის დასაქმება იგეგმება.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)