|
2018-02-20 14:07:17, 1635 ნახვა
კომენტარი
კელი: მნიშვნელოვანია გავიაზროთ, რომ ნებისმიერი დემოკრატიისთვის ძლიერი ოპოზიცია აუცილებელი კომპონენტია
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის იან კელის განცხადებით, მნიშვნელოვანია იმის გააზრება, რომ ნებისმიერი დემოკრატიისთვის ძლიერი ოპოზიცია აუცილებელი კომპონენტია. ელჩი ამერიკის შეერთებული შტატების დაზვერვის დეპარტამენტის ხელმძღვანელის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა, რომ ქვეყნის გარეთ საქართველოს მთავარი საფრთხე რუსეთია, ხოლო ქვეყნის შიგნით არსებობს საფრთხე, რომ შესაძლოა ხელისუფლებამ ოპოზიცია ჩიხში მოიქციოს. როგორც კელიმ აღნიშნა, ოპოზიციას უნდა ჰქონდეს უფლება, თავისი მოსაზრება გამოხატოს. "მე დავეთანხმები ხელმძღვანელის განცხადებას საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციასთან დაკავშირებით. საქართველოს ტერიტორიის 20% არის ოკუპირებული და ეს არის ერთ-ერთი საფრთხე, რომელიც ქმნის დესტაბილიზაციის საფრთხეს საქართველოში. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთმა მოაწერა ხელი სხვადასხვა შეთანხმებებს იმასთან დაკავშირებით, რომ ჯარები უნდა გაეყვანა საქართველოს ტერიტორიიდან, უკვე 10 წელი გავიდა კონფლიქტის შემდგომ და მისი ჯარები კვლავ საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფებიან. ჩვენი პოზიცია და დამოკიდებულება ამასთან დაკავშირებით არის თანმიმდევრული და ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს სუვერენიტეტს და დამოუკიდებლოაბს მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. რაც შეეხება მეორე საკითხს ამ განცხადებისა, მნიშვნელოვანია გავიაზროთ, რომ ნებისმიერი დემოკრატიისთვის ძლიერი ოპოზიცია არის აუცილებელი კომპონენტი. ოპოზიციას უნდა ჰქონდეს უფლება, რომ გამოხატოს თავისი მოსაზრება და იყოს თავისუფალი მონაწილე ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრებისა. შესაბამისად, მე მჯერა, რომ საქართველო მზად არის ამისთვის. არსებობს და უნდა არსებობდეს პოლიტიკური სურვილი რეფორმების გაგრძელების და პლურალისტული გარემოს შექმნის, სადაც ყველა ძალას ექნება მოსაზრების გამოთქმის საშუალება", - განაცხადა იან კელიმ.
რომის პაპი ჟურნალისტებს - მიხარია, რომ აქ ხართ, კარგი გაშუქება ყველგან და ყველასთვის მნიშვნელოვანია
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
Transparency International Georgia - მიხეილ სააკაშვილის სახელი შეტანილი იქნება ჩვენი ორგანიზაციის მიერ შედგენილი პოლიტიკური პატიმრების სიაში
რუსეთი სამშენებლო კომპანიების გაკოტრების ტალღამ მოიცვა
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)