|
2015-05-15 13:23:16, 803 ნახვა
ეკონომიკა
„საქართველოს ბანკმა“ 10 მილონი აშშ დოლარის დაფინანსება მიიღო
„საქართველოს ბანკმა“ 10 მილიონი აშშ დოლარის დაფინანსების მიღების შესახებ განაცხადა. დაფინანსება, ოპეკის საერთაშორისო განვითრების ფონდმა (OFID-მა) „საქართველოს ბანკს“ ვაჭრობის დაფინანსებისთვის გამოუყო. „აღნიშნული დაფინანსებით, საქართველოს ბანკი ხელს შეუწყობს, მცირე და საშუალო ზომის საწარმოების განვითარებას და გაფართოვებას საქართველოში. ვაჭრობის დაფინანსება, ქვეყნის განვითარებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს, საქართველოს ბანკი კი ქვეყანაში ყველაზე მსხვილი ბანკია, როგორც კორპორატიული, ასევე იურიდიული მომხმარებლების კუთხით, რომელიც აქტიურად განაგრძობს ხელშეწყობას, მცირე და საშუალო ზომის საწარმოების, ვაჭრობით დაფინანსების მიმართულებით“, - აცხადებენ „საქართველოს ბანკში“. ცნობისთვის, OFID-ი, ოპეკის საერთაშორისო განვითარების ფონდია, რომელიც OPEC-ის სტრუქტურაში შემავალი წევრების მიერ 1976 წელს დაარსდა, განვითრებადი ქვეყნების ხელშეწყობის მიზნით. OFID-ი თანამშრომლობს განვითარებად ქვეყნებთან და საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან, რათა ხელი შეუწყოს და დაეხმაროს, განვითარებად ქვეყნებს ეკონომიკის ზრდის კუთხით. ინფრასტრუქტურის განვითარების დაფინანსებით, კონკურენტუნარიანი გარემოს შექმნით და ვაჭრობის დაფინანსებით. OFID-ი ფოკუსირდება სწორედ ისეთ საკითხებზე, როგორიც არის: კვება, ენერგია, სუფთა წყალი და სანიტარია, ასევე ჯანმრთელობის დაცვა და განათლება.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)