|
2018-02-18 10:16:10, 973 ნახვა
საქართველო, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის თანაორგანიზებით, სხვადასხვა ღონისძიებას უმასპინძლებს
საქართველო, მომავალ წელს, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის თანაორგანიზებით, სხვადასხვა ღონისძიებას უმასპინძლებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის თავმჯდომარე ვოლფგანგ იშინგერი შეხვედრაზე შეთანხმდნენ. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეები აქტიურად ითანამშრომლებენ, რათა მიუნხენის კონფერენცია იყოს "საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციისა" "საქართველოს ევროპული გზის" თანაორგანიზატორი და მხარდამჭერი. ასევე დაიწყება მუშაობა, რათა საქართველომ 2019 წელს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ძირითადი ჯგუფის შეხვედრას უმასპინძლოს. საუბრისას, ხაზი გაესვა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის საქმიანობის მნიშვნელობას, რომელიც, საერთაშორისო უსაფრთხოების წინაშე არსებულ გამოწვევებზე მსჯელობისთვის, ყოველწლიურად თავს უყრის მსოფლიო პოლიტიკურ ლიდერებს და სფეროს ექსპერტებს. პრემიერ-მინისტრმა ვოლფგანგ იშინგერს და მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციას ასევე მადლობა გადაუხადა პირველად, სპეციალურად საქართველოსადმი მიძღვნილი ღონისძიების თანაორგანიზებისთვის, რომელიც კონფერენციის ფარგლებში გაიმართა.
ნორვეგიის საგარეო უწყება - საქართველოში, 18 წლის შემდეგაც კი, ოკუპაცია გრძელდება
ბაიბა ბრაჟე – ლატვია ურყევად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობასა და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებს
პოლონეთის საელჩო – საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის მე-18 წლისთავზე, სოლიდარობას ვუცხადებთ ქართველ ხალხს
ლელო მუხადგვერდის სასაფლაოზე - ომი არ დასრულებულა, მცოცავი ოკუპაციით გრძელდება
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)