|
2018-02-16 20:12:57, 745 ნახვა
მარგველაშვილმა ფინეთის პრეზიდენტი 26 მაისს საქართველოში მოიწვია
ფინეთის მიერ საქართველოს ევროპული ინტეგრაციის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში ფინეთის მონაწილეობა - აღნიშნული საკითხები განიხილეს საქართველოს და ფინეთის პრეზიდენტებმა დღეს, ვილნიუსში, საქართველოს პრეზიდენტის სამუშაო ვიზიტისას. საქართველოს პრეზიდენტმა საული ნიინისტო 26 მაისს საქართველოში მოიწვია, დამოუკიდებლობის 100 წლისთავის აღსანიშნავად. სახელმწიფოებს შორის ურთიერთობების ინტენსიფიკაციასა და მაღალი დონის ვიზიტების გააქტიურებაზე, ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში საქართველოსა და ფინეთის ურთიერთობების განვითარებაზე ისაუბრეს პრეზიდენტებმა ორმხრივი შეხვედრისას. ორმხრივი ურთიერთობების განვითარების ჭრილში პრეზიდენტებმა ეკონომიკური, სავაჭრო და ბიზნესურთიერთობების განვითარების საკითხებზე ისაუბრეს და აბრეშუმის გზის პროექტში საქართველოს, როგორც მნიშვნელოვანი პარტნიორის როლს გაუსვეს ხაზი. გიორგი მარგველაშვილმა ფინეთის პრეზიდენტთან რეგიონული უსაფრთხოების საკითხები განიხილა. შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, პრეზიდენტის საერთაშორისო მდივანი თენგიზ ფხალაძე და საქართველოს ელჩი ლიტვაში ხათუნა სალუქვაძე.
ბათუმში ამზადებდნენ ცნობილი ბრენდების ფალსიფიცირებულ ვისკისა და სხვა ალკოჰოლურ სასმელებს
პოლიციამ კომპიუტერული მონაცემების ხელყოფის ბრალდებით ერთი პირი დააკავა, მეორის მიმართ კი დევნა დაიწყო
მიხეილ სააკაშვილი – არ მივატოვე ხალხი განსაცდელში, ფეხზე დავაყენე საქართველო, მთელი დემოკრატიული სამყარო და ქვეყანა გადავარჩინეთ
აშშ-ის საელჩო - აშშ კვლავაც ღრმად შეშფოთებულია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)