|
2018-02-16 13:18:16, 493 ნახვა
მარგველაშვილმა ისლანდიის პრეზიდენტი 26 მაისს საქართველოში მოიწვია
საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ისლანდიის პრეზიდენტი გუდნი თორლასიუს იოჰანესონი 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავის აღსანიშნავად საქართველოში მოიწვია. პრეზიდენტებს შორის შეხვედრა დღეს ვილნიუსში, გიორგი მარგველაშვილის სამუშაო ვიზიტისას შედგა. საქართველოსა და ისლანდიას შორის მეგობრობისა და საერთო ღირებულებებზე დაფუძნებული ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების სურვილი გამოითქვა. გიორგი მარგველაშვილმა და ისლანდიის რესპუბლიკის პრეზიდენტმა გუდნი თორლასიუს იოჰანესონმა შეხვედრისას ქვეყნებს შორის ურთიერთობების გააქტიურების შესაძლებლობები განიხილეს, როგორც პოლიტიკური, ასევე, ეკონომიკური და ბიზნესმიმართულების თვალსაზრისით. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანებისაკენ სწრაფვა - პრეზიდენტების შეხვედრის ძირითად განსახილველ თემებს წარმოადგენდა. კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ ისლანდია მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. გიორგი მარგველაშვილმა გუდნი თორლასიუს იოჰანესონს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული სიტუაცია გააცნო, ბორდერიზაციის პროცესთან, ადამიანის უფლებების დარღვევისა და გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვის მიმართულებით. როგორც შეხვედრისას გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების განხორციელება ახალ პერსპექტივებს ხსნის ვაჭრობისა და ეკონომიკური ურთიერთობების სტიმულირებისათვის. შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, რეზიდენტის საერტაშორისო მდივანი თენგიზ ფხალაძე და საქართველოს ელჩი ლიტვაში ხათუნა სალუქვაძე.
ირაკლი ღარიბაშვილი კლინიკაში იყო გადაყვანილი
რუმინეთის საგარეო უწყება გმობს რუმინული ჯგუფი Morandi ოკუპირებულ სოხუმში გასამართ კონცერტს
პროკურატურა - ნია იმნაძემ მის მეგობრებს ალექსანდრე გაბაშვილს და გიორგი მალანიას უთხრა, თითქოსდა მისი მასწავლებელი, გიგა ავალიანი ზედმეტ ყურადღებას იჩენდა მის მიმართ
გიგა ავალიანის საქმეზე ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზების ფაქტზე ნია იმნაძეს და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე ანასტასია ბერუაშვილს ბრალდება წარუდგინეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)