|
2018-02-15 16:47:27, 1949 ნახვა
სამართალი
შალვა ნათელაშვილს დაევალა, საჯაროდ განაცხადოს, რომ თეა წულუკიანისადმი გაკეთებული განცხადებები ცილისწამებაა
თბილისის საქალაქო სასამართლომ თეა წულუკიანის სარჩელი შალვა ნათელაშვილის წინააღმდეგ სრულად დააკმაყოფილა. სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, „ლეიბორისტული პარტიის" ლიდერს იმ სამაუწყებლო კომპანიების მეშვეობით, სადაც იუსტიციის მინისტრის მისამართით 2016 წლის 19 ოქტომბრსა და 23 ნოემბერს ცილისმწამებლური განცხადებები გააკეთა, საკუთარი ყალბი განცხადებების უარყოფა მოუწევს. სასამართლომ გაიზიარა მოსარჩელე წულუკიანის არგუმენტები და მოცულობითი დოკუმენტური მასალა იმასთან დაკავშირებით, რომ შალვა ნათელაშვილის განცხადება ცილისწამებაა, რადგან იგი არსებითად მცდარ ფაქტებს შეიცავს. თეა წულუკიანის მიერ სტრასბურგში შეძენილი ბინა მართლაც თეა წულუკიანის საკუთარი სახსრებით შეძენილი იყო იმ დროს, როცა ის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში მუშაობდა და ბევრად ადრე, ვიდრე ის ქართულ პოლიტიკაში ჩაერთვებოდა. შესაბამისად, სასამართლომ დაადგინა, რომ შალვა ნათელაშვილის განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ ეს ბინა მინისტრს უყიდეს პოლიტიკაში ჩართვის შემდეგ და ამით ის იყიდეს, არის ცილისწამება. სასამართლომ ასევე დააკმაყოფილა თეა წულუკიანის მოთხოვნა და მორალური ზიანისთვის შალვა ნათელაშვილს სიმბოლური 2 ლარის გადახდა დააკისრა. სასამართლომ აღნიშნული გადაწყვეტილება დღეს გამოიტანა. (NS)
ლევან მაჭავარიანი – სამწუხაროა ჩვენი გუნდის ერთ-ერთი ყოფილი ლიდერის მხრიდან ასეთ დონეზე დაცემა
თიბისი ტექი Tester’s Day 2026-ის მთავარი მხარდამჭერია
საქართველოს ბანკის შეთავაზებები მასწავლებლებისთვის - მოემზადეთ ახალი სასწავლო წლისთვის
პენიტენციური სამსახური - პაემანი არც ჩანიშნულა და არც გაუქმებულა
|
რედაქტორის რჩევით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
გებელსიადა ComCom-ში საბჭოთა ცენზურის დაცვით
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაადასტურა, რომ აშშ-მ უკრაინას მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგზე დარტყმების შეწყვეტა სთხოვა
რუსებმა კიევში, რკინიგზის დეპოზე თავდასხმა განახორციელეს, რის შედეგადაც შვიდი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)