07:48 - 07 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-15 11:18:12, 615 ნახვა

კოლხური ტყეები და ჭარბტენიანი ტერიტორიები UNESCO მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის უბნად გამოცხადდება

კოლხური ტყეები და ჭარბტენიანი  ტერიტორიები  UNESCO მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის უბნად გამოცხადდება.   

დაცული ტერიტორიების სააგენტო ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდთან (WWF)  ერთად მუშაობს,  რომ საქართველოში UNESCO მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის უბნად პირველად მაჭახელას, მტირალასა და კოლხეთის ეროვნული პარკები  ასევე,  კინტრიშისა და ქობულეთის დაცული ტერიტორიები გამოცხადდეს. 

პროექტს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, დაცული ტერიტორიების სააგენტო და ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) კავკასიის წარმომადგენლობა, 2017 წლიდან ახორციელებენ.  პროექტი გერმანიის გარემოს დაცვისა და ბირთვული უსაფრთხოების ფედერალური სამინისტროსა და WWF-ის თანადაფინანსებით მიმდინარეობს.

პროექტის მნიშვნელობაზე დაინტერესებულ მხარეებთან დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარემ დავით მარკოზაშვილმა ისაუბრა. შეხვერდა „წინასწარი შეფასება კოლხეთი ტყეებისა და ჭარბტენიანი ტერიტორიების იუნესკოს მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის უბნად გამოცხადების მიზნით“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც დამოუკიდებელი ექსპერტები, ადგილობრივი თვითმმართველობის და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ირაკლი ღარიბაშვილი კლინიკაში იყო გადაყვანილი
რუმინეთის საგარეო უწყება გმობს რუმინული ჯგუფი Morandi ოკუპირებულ სოხუმში გასამართ კონცერტს
პროკურატურა - ნია იმნაძემ მის მეგობრებს ალექსანდრე გაბაშვილს და გიორგი მალანიას უთხრა, თითქოსდა მისი მასწავლებელი, გიგა ავალიანი ზედმეტ ყურადღებას იჩენდა მის მიმართ
გიგა ავალიანის საქმეზე ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზების ფაქტზე ნია იმნაძეს და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე ანასტასია ბერუაშვილს ბრალდება წარუდგინეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics