16:41 - 25 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-14 14:37:39, 1785 ნახვა

კომენტარი
ექიმის ინფორმაციით, გლდანის ციხეში დაჭრილი პატიმრის მდგომარეობა კრიტიკულია

ღუდუშაურის კლინიკის ექიმის, ნიკოლოზ ქარცივაძის განცხადებით, გლდანის ციხეში დაჭრილი ერთ-ერთი პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. 

როგორც ქარცივაძემ აღნიშნა, პატიმარს დაზიანებული ჰქონდა საერთო საძილე არტერია და შიგნითა საუღლე ვენა.

"რაც შეეხება იმას, თუ რისგან აქვს დაზიანებები მიყენებული, ეს ჩვენს კომპეტენციას სცდება. დაზიანებული ჰქონდა საერთო საძილე არტერია და შიგნითა საუღლე ვენა. ეს ის სისხლძარღვებია, რომლის დაზიანების შემთხვევაში რამდენიმე ათეულ წამში ან რამდენიმე წუთში შეიძლება სიკვდილი დადგეს. როგორც ჩანს, ოპერატიულად და ადეკვატურად იყო მიღებული ქმედებები, ვინაიდან, ასე ვთქვათ, ცოცხალი მოიყვანეს ჩვენს კლინიკამდე პაციენტი, მაგრამ დაზიანება მასშტაბური და ცუდია. მთელი პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ ადგილი ჰქონდა სისხლის დანაკარგს, მეოთხე ხარისხის ჰემორაგიული შოკი იყო, რამაც თავისი ცუდი გავლენა იქონია მთლიანად ორგანიზმზე“, - განაცხადა ექიმმა.

შეგახსენებთ, რომ სასჯელაღსრულების სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნულმა მსჯავრდებულმა ერთჯერადი საპარსის პირით თვითდაზიანება მიიყენა. გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
Transparency International Georgia - მიხეილ სააკაშვილის სახელი შეტანილი იქნება ჩვენი ორგანიზაციის მიერ შედგენილი პოლიტიკური პატიმრების სიაში
რუსეთი სამშენებლო კომპანიების გაკოტრების ტალღამ მოიცვა
დააკავეს ნაცისტურ-ფაშისტური იდეოლოგიის მქონე დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი - შსს
საქართველოს ბანკმა საერთაშორისო საბანკო ურთიერთობები Standard Chartered Bank-თან გააფართოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics