01:38 - 27 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-13 19:28:35, 2081 ნახვა

ეკონომიკა
მამუკა ბახტაძემ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიასთან შემაჯამებელი შეხვედრა გამართა

საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ საერთაშორისო სავალუტო ფონდის შუალედურ მისიასთან, რომელსაც მერსედეს ვერა მარტინი ხელმძღვანელობდა, შემაჯამებელი შეხვედრა გამართა.

სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, მხარეებმა განიხილეს მიმდინარე ეკონომიკური მდგომარეობა, დადებითად შეფასდა 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულება.

როგორც შემაჯამებელ შეხვედრაზე აღინიშნა, ქვეყნის ეკონომიკაში პოზიტიური დინამიკაა და 2018 წლის დაგეგმილი საბიუჯეტო პარამეტრები სრულად შეესაბამება საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამის მიზნებს.   

შეხვედრისას, ასევე, ისაუბრეს ეკონომიკური რეფორმების მიმდინარეობაზე და აღინიშნა, რომ ეს რეფორმები მნიშვნელოვანია ეკონომიკური ზრდის პოტენციალის გაძლიერებისთვის.

როგორც ცნობილია, მიმდინარე წლის აპრილში, დაგეგმილია საერთაშორისო სავალუტო ფონდის შემფასებელი მისიის ვიზიტი, რომლის ფარგლებში, განიხილება სსფ-სთან არსებული პროგრამის მიმდინარეობა.

ფინანსთა სამინისტროში გამართულ შეხვედრას ფინანსთა მინისტრის მოადგილეები, სსფ-ის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში ფრანსუა პეშო.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მაკრონმა აღიარა, რომ მომავალში საფრანგეთის პრეზიდენტად დაბრუნებას გეგმავს
უკრაინამ დონბასში რუსული არმიის წინააღმდეგ საბრძოლო რობოტები პირველად გამოიყენა
კობახიძე – მაინც ყოველდღიურად იკრიბებიან ხან 20, ხან 50, ხან 150 კაცით, სექტის სახე ნამდვილად შეიძინა ამ დაჯგუფებამ
ივანიშვილის პაპუაშვილი ოპოზიციურად განწყობილ ხალხს სექტას უწოდებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics