|
2018-02-13 12:40:19, 1768 ნახვა
სამართალი
რამიშვილი: საქართველოში სასამართლო არ არსებობს - გადაწყვეტილებას უზენაესში გავასაჩივრებთ
ადვოკატები ე.წ. ციანიდის საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრებენ. მიხეილ რამიშვილი მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არაობიექტური და მიკერძოებული გადაწყვეტილება მიიღო. ადვოკატი საქარათველოში მართლმსაჯულებას აკრიტიკებს: "შემდეგი გეგმა იქნება საკასაციო საჩივარს შევიტანთ უზენაეს სასამართლოში. მე პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ სასამართლო საქართველოში არ არსებობს. იმედით ვიყავით რეანიმაციაში იწვა, მაგრამ გარდაცვლილია. მართლმსაჯულება საქართველოში არ არსებობს. ქვეყანაში არ არსებობს დამოუკიდებელი სამართლიანი მოსამართლეები. ეს იყო გაგრძელება იმ შეკვეთის და იმ დავალების, რომელიც შეასრულა პროკურატურიდან დაწყებული პირველი ინსტანციის მოსამართლემაც ბესიკ ბუგიანიშვილმა. იგივე კოპირება გაუკეთა პირველი ინსტანციის გადაწყევტილებას სააპელაციო სასამართლომ და ჩვენ გვრჩება ერთადერთი გზა, რომ ევროპის ადამიანის იფლებათა დაცვის სასამართლოს მივმართოთ და დავანახოთ, თუ როგორი სიბუნძირეა მართლმსაჯულების მხრივ. ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენ მოსამართლეები არ გვყავს. სასამართლო არ არსებობს და არავის არ ჰქონდეს იმედი, რომ თუ პირადი ინტერესი არსებობს ვერასდროს ვერ მიაღწევს ადამიანი თავის სამართლიანობას. ეს არის ნიშანი ხელისუფლებიდან, მართლმსაჯულებიდან, პროკურატურიდან , რომ ვისაც კი ინტერესი ექნება ჩვენი ხელისუფლების საწინააღმდეგო ყოველთვის მოარგებენ იმ გადაწყვეტილებას, რა გადაწყვეტილებითაც შეიძლება საზოგადოებაში იყოს შიში, რომ არ არსებობს ჩვენთან სასამართლო. დროა ხალხმა გადავწყვიტოთ, ვინ არის მტყუანი და ვინ მართალი, ვინ არის დამნაშავე და ვინ უდანაშაულო",-განაცხადა რამიშვილმა. შეგახსენებთ, სააპელაციო სასამართლომ მამალაძის მინართ საქალაქო სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი უცვლელად ძალაში დატოვა. თავად მსჯავრდებული გიორგი მამალაძე გადაწყვეტილების გამოცხადებას არ დასწრებია.
ტრამპის საპასუხოდ სადაც მან ნორვეგიას საპირფარეშო უწოდა, ქვეყნის ტურიზმის სააგენტომ დიდებული არქიტექტურის ტუალეტები აჩვენა
თბილისის მერია - გავრცელებულ ვიდეოში ასახული სამარხი განკუთვნილია სხვადასხვა მიზეზით გარდაცვლილი ძაღლების ნეშტების განსათავსებლად
აშშ-მ მოსკოვის ერთ-ერთ ყველაზე მონახულებად პარკში შესაძლო ტერორისტული თავდასხმის შესახებ გააფრთხილა
ინდოეთმა რუსეთს უვიზო მიმოსვლაზე უარი უთხრა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)