|
2018-02-12 21:00:58, 806 ნახვა
გელა ნიკოლეიშვილის განცხადებით, დოდო გუგეშაშვილის შვილი დაქირავებული ქილერის მიერაა მოკლული
ადვოკატ გელა ნიკოლეიშვილის განცხადებით, დოდო გუგეშაშვილის შვილი დაქირავებული ქილერის მიერაა მოკლული. ეს განცხადება მან ღუდუშაურის კლინიკაში დოდო გუგეშვილის 5 საათიანი გამოკითხვის შემდეგ ჟურნალისტებთან გააკეთა. ნიკოლეიშვილის თქმით, დოდო გუგეშაშვილი მკვლელს იცნობდა, თუმცა არ იცის, რამდენად ნამდვილი სახელით. ადვოკატის განცხადებით, დოდო გუგეშაშვილს მისი ამოცნობა შეუძლია. ამასთან, ნიკოლეიშვილმა მკვლელობის სცენარზე ისაუბრა, რომელიც გამოძიებას დოდო გუგეშაშვილმა მოუყვა: „ სახელით იცნობს და რამდენჯერმე შეხვედრია, ისიც ზუსტად არ იცის ეს სახელი ნამდვილია თუ არა.სახით იცნობს. ამ დონეზე მან ის დაასახელა. ამ დაკითხვიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ ის იყო დაქირავებული ქილერი. ის გავრცელებული ხმები, რომ მის შვილს 5 ტყვია აქვს მოხვედრილი თავში და რაღაც, არის ტყუილი.მის შვილს ერთი ტყვია აქვს მოხვედრილი, გამავალი ჭრილობა აქვს გულ-მკერდის არეში, რომელიც სამწუხაროდ სასიკვდილო აღმოჩნდა.მკვლელი მივიდა მასთან სახლში და ჩვეულებრივად შევიდა.მათ ჰქონდათ ჩვეულებრივი საუბარი. მის შვილს ეძინა, იყო დილა დაახლოებით, 10:00 საათი. ამ საუბრის შემდეგ, დოდო გადის სამზარეულოს გავლით საწოლ ოთახში,სადაც იღებს სიგარეტს, უკან გამოდის და ამ დროს მას ხვდება შემართული ფისტოლეტით ეს ადამიანი, რომელზეც გაკვირვებული დოდო ეუბნება, რას შვები შე გარეწაროო და ამ დროს ის ესვრის და მან სკამის სროლა მოასწრო. როგორ ჩანს ის გადაარჩინა იმან, რომ სამი ე.წ. ასეჩკა მისცა და ამ დროს ყვირის, რომ ნოდარიკო გაიქეცი სახლში მკვლელია,მას ჰგონია, რომ უკვე ნოდარი გარეთ არის გამოქცეული“,-განაცხადა გელა ნიკოლეიშვილმა.
ირაკლი ღარიბაშვილი კლინიკაში იყო გადაყვანილი
რუმინეთის საგარეო უწყება გმობს რუმინული ჯგუფი Morandi ოკუპირებულ სოხუმში გასამართ კონცერტს
პროკურატურა - ნია იმნაძემ მის მეგობრებს ალექსანდრე გაბაშვილს და გიორგი მალანიას უთხრა, თითქოსდა მისი მასწავლებელი, გიგა ავალიანი ზედმეტ ყურადღებას იჩენდა მის მიმართ
გიგა ავალიანის საქმეზე ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზების ფაქტზე ნია იმნაძეს და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე ანასტასია ბერუაშვილს ბრალდება წარუდგინეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)