|
2018-02-12 17:29:44, 1632 ნახვა
კომენტარი
ბესელია მუხთარლის საქმეზე პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარს არ უჭერს
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის საქმეზე პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარს არ უჭერს. ბესელიას შეფასებით, ასეთი თემების პოლიტიკურ ორგანოში გადმოტანა ყოველთვის უფრო მეტ პოლიტიზირებას აძლევს პროცესს: „და მე, როგორც იურისტი, საკითხს ვუყურებ არა მხოლოდ პოლიტიკურ ჭრილში, სამართლებრივ ჭრილში, რისი მიღება გვინდა? გვინდა, რომ გამოძიებამ დაადგინოს ფაქტები? გამოძიებამ თუ ფაქტები უნდა დაადგინოს, ამისთვის საგამოძიებო ორგანოებს გაცილებით მეტი მექანიზმი და რესურსი აქვთ. თუ გვინდა, რომ საკითხს ჰქონდეს უფრო მეტი პოლიტიკური ელფერი და შინაარსი, რაც არის, ვფიქრობ, მთავარი მოტივიაცია ამ საკითხის ისევ დღის წესრიგში დაყენების, მე არ მგონია, რომ ეს იყოს სასარგებლო არც საქმისთვის, არც პროცესისთვის, არც თავად ამ ადამიანისთვის, ამიტომ, ჩვენთვის მთავარია, გამოძიების ობიექტურად წარმართვის შედეგები მოვისმინოთ და ამაზე ვიმსჯელოთ, შემდეგი ეტაპი რა შეიძლება იყოს“,-განაცხადა ეკა ბესელიამ.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)