23:56 - 31 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-12 17:02:31, 1899 ნახვა

სამართალი
გია ვოლსკიმ აფგან მუხთარლის განცხადებას არაადეკვატური უწოდა

"არაადეკვატური განცხადებაა, მაგრამ იმ თვალსაზრისით, რომ საკმაოდ მძიმე მდგომარეობაშია, ფიქრობს, რომ სკანდალური განცხადებებით მეტ ყურადღებას მიიზიდავს”, - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ვოლსკი აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის განცხადებას, რომლითაც ის თბილისიდან მისი გატაცების ხელშეწყობაში პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს ადანაშაულებს.

ვოლსკის თქმით,  რეალურად რა მოხდა, ამას გამოძიება დაადგენს. დეპუტატი მიიჩნევს, რომ მუხთარლის განცხადებები პრემიერ გიორგი კვირიკაშვილთან დაკავშირებით უსაფუძვლოა და გამიზნულად კეთდება:

„თუმცა ყველაფერთან მიმართებაში გამოძიებას ჯერჯერობით პასუხები არ აქვს, მაგრამ შეკითხვები ბევრია. წლების განმავლობაში ის ცხოვრობდა საქართველოში, მოღვაწეობდა, არავინ ხელს არ უშლიდა.რეალობაც დადგინდება გამოძიების შემდეგ. ერთადერთი დოკუმენტი,რაც ვიცით, ეს არის სასამართლოს მიერ წაყენებული ბრალდება მის მიმართ. განცხადებეს, რომელსაც ის აკეთებს, არათუ რეალობასთან საფუძველი არ აქვს, გამიზნულად არის ჩამოყალიბებული სწორედ ყურადღების მისაქცევად”,-აღნიშნა ვოლსკიმ.

ოპოზიციის მოთხოვნას, რომ ამ საკითხზე პარლამენტის საგამოძიებო კომისია შეიქმნას, ვოლსკი ასე პასუხობს:

„ ოპოზიციის სტილია, რომ ყველაფერზე საგამოძიებო კომისია შეიქმნას ისე, რომ თავად წარმართონ პროცესი.თუ რაიმე რეალური არგუმენტი არსებობს, ჩვენ სიამოვნებით მოვუსმენთ ნებისმიერს და ყველას, მაგრამ ეს არ არის პოლიტიკური ორგანოს გადასაწყვეტი საკითხი. საგამოძიებო სტრუქტურებს უნდა ვთხოვოთ,რაც შეიძლება მალე მოფინონ ყველაფერს ნათელი”,-განაცხადა გია ვოლსკიმ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპის საპასუხოდ სადაც მან ნორვეგიას საპირფარეშო უწოდა, ქვეყნის ტურიზმის სააგენტომ დიდებული არქიტექტურის ტუალეტები აჩვენა
თბილისის მერია - გავრცელებულ ვიდეოში ასახული სამარხი განკუთვნილია სხვადასხვა მიზეზით გარდაცვლილი ძაღლების ნეშტების განსათავსებლად
აშშ-მ მოსკოვის ერთ-ერთ ყველაზე მონახულებად პარკში შესაძლო ტერორისტული თავდასხმის შესახებ გააფრთხილა
ინდოეთმა რუსეთს უვიზო მიმოსვლაზე უარი უთხრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics