|
2018-02-12 14:51:17, 1629 ნახვა
კომენტარი
კალაძე: არ მგონია, რომ ტაქსებზე რეგულაციების შემოღებით სამუშაო ადგილები შემცირდება
თბილისის მერის კახა კალაძის ინფორმაციით, ტაქსების რეგისტრაციასთან დაკავშირებული კანონპროექტი პარლამენტს უკვე წარედგინა. მერის თქმით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მუშაობა ინტენსიურ ფორმატში მიმდინარეობს. კალაძის შეფასებით, ტაქსებით მგზავრობა უნდა იყოს კომფორტული, როგორც ეს განვითარებულ ქვეყნებში ხდება. "ტაქსების რეგულაციები ძალიან მნიშვნელოვანია. ეს იქნება ეტაპობრივი ცვლილებები. პირველი რაც უნდა გაკეთდეს ეს არის რეგისტრაცია, რომ ვიცოდეთ თუ რა რაოდენობოს ტაქსია თბილისში. დღეის მდგომარეობით არანაირი კვლევა არ არსებობს და არანაირი ციფრები არ გვაქვს, თუ რა რაოდენობა ტაქსი დადის დედაქალაქში. შესაბამისად მათი რეგისტრირება არის აუცილებელი. შემდეგი ეტაპები, მომდევნო წლების განმავლობაში შემოვა რეგულაციები. რომელიც აუცილებელია იმისთვის, რომ მოწესრიგებული იყოს ტაქსი, მოწესრიგებული იყოს მგზავრობა, როგორც ეს ნორმალურ, განვითარებულ ქვეყნებში ხდება",-განაცხადა კალაძემ. კითხვაზე - ხომ არ შეამცირებს ტაქსების რეგისტრაცია და რეგულაციები სამუშაო ადილების რაოდენობას, მერმა აღნიშნა, რომ არა. "არ მგონია, რომ სამუშაო ადგილები შესაძლოა შემცირდეს. ვისაც აქვს სურვილი იმუშაოს, შესაბამისად მათ ექნებათ ამის შესაძლებლობა. თუმცა იქნება რეგულაციები, სხვანაირად შეუძლებელია. პარლამენტში უკვე წაედგენილია ცვლილებათა პაკეტი. მუშაობა დაწყებულია და პარლამენტთან უახლოეს მომავალში ყველანაირი საუშაო დასრულებული იქნება",-დასძინა კალაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)