|
2018-02-10 10:51:32, 2278 ნახვა
სამართალი
ჟენევის სასამართლომ ივანიშვილის ყოფილი ბანკირი დამნაშავედ სცნო
ჟენევის სასამართლომ Credit Suisse Group AG-ის ყოფილი ბანკირი პატრის ლესკადრონი, რომელსაც ბრალად მაქინაციები ედებოდა, დამნაშავედ სცნო, - ამის შესახებ Bloomberg იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, ლესკადრონმა მაქინაციების მეშვეობით, კლიენტებს, მათ შორის საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ბიძინა ივანიშვილს 143 მილიონი შვეიცარიული ფრანკის (152 მილიონი დოლარი) ოდენობით ზარალი მიადგათ. მედიის ცნობით, ყოფილ ბანკის 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. გამოძიების მიმდინარეობისას ის ბრალს უარყოფდა, თუმცა დადგინდა, რომ უკანონო გარიგებებით 54 წლის ლესკადრონმა 30 მილიონი ფრანკი მიითვისა. შეგახსენებთ, რომ ყოფილი ბანკირი 2015 წელს დააკავეს. სასამართლომ მას 130 მილიონი შვეიცარიული ფრანკის ოდენობით ზიანის ანაზღაურება და კლიენტებისთვის კომპენსაციის სახით 22 მილიონი ფრანკის გადახდა დააკისრა. სულ ყოფილი ბანკირის უკანონო შესყიდვების და დოკუმენტაციის გაყალბების გამო 6 ადამინი დაზარალდა, ერთ-ერთი კი, ბიძინა ივანიშვილია.
|
რედაქტორის რჩევით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
გებელსიადა ComCom-ში საბჭოთა ცენზურის დაცვით
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაადასტურა, რომ აშშ-მ უკრაინას მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგზე დარტყმების შეწყვეტა სთხოვა
რუსებმა კიევში, რკინიგზის დეპოზე თავდასხმა განახორციელეს, რის შედეგადაც შვიდი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)