|
2018-02-09 19:18:42, 1867 ნახვა
კომენტარი
კობახიძე: ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით პრობლემების თავიდან ასაცილებლად, პარლამენტი მთავრობასთან ერთად აქტიურად იმუშავებს
„ყველა ზომა უნდა იყოს მიღებული იმისთვის, რომ თავიდან ავიცილოთ გართულებები და პრობლემები ამ კუთხით“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ვიზა ლიბერალიზაციასთან დაკავშირებულ გამოწვევებთან გამკლავების ზომებზე საუბრისას განაცხადა. კობახიძის თქმით, საჭიროების შემთხვევაში, საკითხის დასარეგულირებლად, პარლამენტი მზად არის მთავრობასთან ერთად იმუშაოს. მისი განცხადებით, უვიზო მიმოსვლის რეჟიმი საქართველოსთვის პრივილეგიასთან ერთად, პასუხისმგებლობაცაა, რაც ქვეყნის ხელისუფლებას სრულად აქვს გაცნობიერებული. „ჩვენ თავიდანვე განვაცხადეთ, რომ ვიზა ლიბერალიზაცია ჩვენთვის იყო როგორც პრივილეგია, ასევე, პასუხისმგებლობა, და ჩვენ, რა თქმა უნდა, სრულად ვაცნობიერებთ ამ პასუხისმგებლობას და ხელისუფლება იმოქმედებს ამ პასუხისმგებლობის შესაბამისად. ყველა ზომა უნდა იყოს მიღებული იმისთვის, რომ ჩვენ თავიდან ავიცილოთ გართულებები და პრობლემები ამ კუთხით. შესაბამისად, საჭირო თუ გახდება ამ კუთხით, მათ შორის, პარლამენტის ჩარევა, კანონმდებლობის დახვეწა, ჩვენ ამაზე აუცილებლად ძალიან აქტიურად ვიმუშავებთ მთავრობასთან ერთად",- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)