|
2018-02-09 19:14:20, 1701 ნახვა
კომენტარი
ირაკლი კობახიძე: ჩვენ უნდა მივუახლოვდეთ ფისკალური დეცენტრალიზაციის ევროპულ მინიმუმს
„დეცენტრალიზაცია უნდა გახდეს ჩვენი რეფორმების ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი",- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებს ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმაზე საუბრისას განუცხადა. მისი შეფასებით, დღეს ფისკალური დეცენტრალიზაციის მაჩვენებელი საკმაოდ დაბალია. „ჩვენ ვსაუბრობთ ფისკალურ დეცენტრალიზაციაზე და რადიკალურ ცვლილებაზე ამ მიმართულებით. დღეისათვის საკმაოდ დაბალია ფისკალური დეცენტრალიზაციის მაჩვენებელი და ჩვენ გვინდა დავუახლოვდეთ ევროპულ მინიმუმს, რაც არის დაახლოებით 7% მთლიან შიდა პროდუქტში. ანუ, ჩვენ უნდა ავწიოთ საკუთარი და არა საკუთარი შემოსავლები თვითმმართველობების მთლიანი შიდა პროდუქტის 7%-მდე, საშუალო ვადიან პერსპექტივაში, რაც გამოიწვევს რადიკალურ ცვლილებას. როგორ მოხდება ამ მაჩვენებლის მიღწევა, ეს არის დამოკიდებული სტრატეგიაზე. ეს შეიძლება მოხდეს საშემოსავლო გადასახადის ხარჯზე, სხვა გადასახადების ხარჯზე, ასევე, გათანაბრებით ტრანსფერის ხარჯზე. ეს არის უკვე დეტალები. მთავარია, რომ ჩვენ მივუახლოვდეთ ფისკალური დეცენტრალიზაციის ევროპულ მინიმუმს",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)