|
2018-02-09 17:57:06, 1887 ნახვა
კომენტარი
პაატა ბურჭულაძე: წყალი არ გაუვა, რომ ფონდ „იავნანაზე“ შეტევა ჩემს გამოა
"წყალი არ გაუვა, რომ ფონდ "იავნანაზე" შეტევა ჩემს გამოა", - ამის შესახებ ფონდის დამფუძნებელმა პაატა ბურჭულაძემ სასამართლოში მოწმის სახით გამოკითხვის შემდეგ განაცხადა. "ფონდ იავნანაზე შეტევა რომ ჩემს გამოა, ამას წყალი არ გაუვა. ეს რომ იყოს მარტო ფონდი "იავნანა", ფილმი არ იქნებოდა ვაჟკაცები ქართველების მიერ, ვინც გადაიღო ის ფილმი, გადაღებული მახათაზეც, მაგრამ რადგან მე ვხელძღვანელობ ფილმი გადაიღეს ამაზეც ამაზეც...ნათელია, რომ ეს არის შეტევა სულ სხვა მხრიდან. ფონდი "იავნანა" არის ერთადერთი ისეთი ორგანიზაცია, რომელსაც ანალოგი არ აქვს მსოფლიოში",-განაცხადა ბურჭულაძემ. მისივე თქმით, ფონდ " იავნანას" საქმიანობასთან დაკავშირებით პრესკონფერენციას გამართავს. "დღეს საქართველოში ძნელია, მონახო ადამიანი, ვისაც სჯერა იმ ფილმების, რომელიც იყო გადაღებული. კითხვები იყო რასთან დაკავშირებით მივემგზავრებოდი, მოვემგზავრებოდი, ვისთან მქობდა შეხვედრები, საიდან ჩამოვიყვანეთ ამდენი საუცხოო ვარსკვლავი მსოფლიოდან.ამან წაიღო დიდი დრო",-აღნიშნა პაატა ბურჭულაძემ 6 საათიანი გამოკითხვის შემდეგ. შეგახსენებთ, გამოძიება ფონდ "იავნანას" საქმიანობით დაინტერესდა. საქმე ეხება ქველმოქმედებისთვის განკუთვნილი თანხების შესაძლო არამიზნობრივ ხარჯვას.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)