|
2018-02-09 15:03:43, 1774 ნახვა
კომენტარი
ბურჭულაძე: დღევანდელი დღით კმაყოფილი ვარ - გამოვრიცხავ, რომ ჩემი პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს
"მიმდინარეობს ყველაფერი ძალიან კორექტულად, ძალიან საქმიანად, ძალიან კარგია, რომ დღევანდელი შეხვედრა დგება.აქ ყველაფერს დაესმევა თავისი წერტილი",- ამის შესახებ ფონდ "იავნანას" დამფუძნებელმა პაატა ბურჭულაძემ საქალაქო სასამართლოში შესვენებაზე განაცხადა. ბურჭულაძე გამორიცხავს, რომ მისი სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს. "ჯერჯერობით დღევანდელი დღით ძალიან კმაყოფილი ვარ",-აღნიშნა ბურჭულაძემ. კითხვაზე-ეხებოდა თუ არა კითხვები მაღაზიებში არსებულ ყუთებში შეგროვილი თანხის შესაძლო არა ქველმოქმედებისთვის, ფონდის თანამშრომელთა ხელფასებისთვის გამოყენებას, ბურჭულაძემ უპადუხა, რომ ამ თემაზე საუბარიც კი არ ყოფილა. "და არანაირი ეჭვი არ ეპარება მემგონი გამოძიებას",-დასძინა ბურჭულაძემ. ბურჭულაძის განმარტებით, თავად ვარაუდობს, რომ გამოძიების ფონდის საქმიანობით დაინტერესება, მის პოლიტიკურ წარსულს უკავშირდრბა, თუმცა გამოკითხვა არც ამ მიმართულებით მიდის. "ამ შესვენებამდე ვარ ძალიან კმაყოფილი, ძალიან საჭირო იყო დღევანდელი შეხვედრა",-განაცხადა ბურჭულაძემ და აქვე აღნიშნა, რომ ფონდი "იავნანა" საქმიანობას ჩვეულებრივად აგრძელებს. პაატა ბურჭულაძის გამოკითხვა უკვე განახლდა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)