|
2018-02-09 14:41:05, 2785 ნახვა
პოლიტიკა
დიმიტრის ავრამოპულოსი: საქართველო ერთ-ერთი ყველაზე ევროპული ქვეყანაა და იმსახურებს, ევროპული ოჯახის წევრი იყოს
საბერძნეთში საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში, გიორგი მარგველაშვილი ევროკომისარს მიგრაციის, საშინაო საქმეთა და მოქალაქეობის საკითხები, დიმიტრის ავრამოპულოსს შეხვდა. საქართველოს პრეზიდენტმა ევროკომისარს მადლობა გადაუხადა იმ წვლილისთვის, რომელიც პირადად დიმიტრის ავრამოპულოსმა საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების პროცესში შეიტანა. ევროკომისარი კვლავ მტკიცე მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში. აღინიშნა საქართველოს ძალისხმევის ის პოზიტიური დინამიკა, რომელიც ევროკავშირში სრული ინტეგრაციის გზაზე გასატარებელი რეფორმების მიმართულებით არსებობს. შეხვედრაზე ხაზი გაესვა ერთოლივი ძალილსხმვის გაძლიერების აუცილებლობას. მხარეები შემდგომ კოორდინირებულ ნაბიჯებზე შეთანხმდნენ. ევროკომისარმა აღნიშნა, რომ საქართველო მის მიერ გაცემულ რეკომენდაციებს წარმატებით ასრულებს. „მოხარული ვარ, რომ იმ ქვეყნის პრეზიდენტს შევხვდი, რომელიც მუდამ ჩემს გულშია. საქართველო დიდ ძალისხმევას იჩენს, რათა განიმტკიცოს ევროპული პერსპექტივა. მჯერა, რომ საქართველო ერთ-ერთი ყველაზე ევროპული ქვეყანაა კონტინენტზე, რომელიც იმსახურებს იყოს ევროპული ოჯახის წევრი", - განაცხადა ევროკომისარმა საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრის დასრულების შემდეგ. საქართველოს დელეგაციიდან შეხვედრას ესწრებოდნენ: საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი, პრეზიდენტის საერთაშორისო მდივანი თენგიზ ფხალაძე, პოლიტიკური მდივანი ფიქრია ჩიხრაძე, საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლი ეთნიკური უმცირესობების საკითხებში სოფიო შამანიდი, საქართველოს ელჩი საბერძნეთში იოსებ ნანობაშვილი.
ტრამპმა განაცხადა, რომ მზადაა, მიიღოს კონგრესის არჩევნების შედეგები და ითანამშრომლოს დემოკრატებთან
უკრაინულმა დრონებმა სამხრეთ რუსეთში მდებარე Ozon-ის დიდ საწყობს დაარტყა
შეერთებული შტატების კონგრესის ქვედა პალატა დემოკრატების ხელში გადადის, ისინი ყველა კომიტეტზე კონტროლს ამყარებენ
დემოკრატებმა გაიმარჯვეს წარმომადგენელთა პალატისა და სენატის არჩევნებში და მოიპოვეს კონტროლი აშშ-ის კონგრესზე
|
რედაქტორის რჩევით
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)