|
2018-02-09 13:33:43, 1831 ნახვა
სამართალი
ადვოკატი: არასრულწლოვნების მკვლელობის საქმეზე დღეს წარმოდგენილი მოწმის ჩვენებას განაჩენი ვერ დაეფუძნება
თბილისის საქალაქო სასამართლოში ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე პროცესი დასრულდა. დღევანდელ სხდომაზე პროკურატურის მოწმის, თბილისის 51-ე საჯარო სკოლის სასწავლო ნაწილის დაკითხვა დაიწყო, რომელიც განსაზღვრული დროის გასვლის გამო, შეწყდა. მისი დაკითხვა მომდევნო პროცესზე განახლდება. მხარეები მედიასთან მოწმის ჩვენების შიინაარსობრივ ნაწილზე არ საუბრობენ. ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე ამბობს მხოლოდ იმას, რომ დღეს წარმოდგენილი მოწმე არ არის ინციდენტის უშუალო თვითმხილველი და მის ჩვენებას ვერ დაეფუძნება ვერც გამამართლებელი, ვერც გამამტყუნებელი განაჩენი: "ბრალდების მხარემ დღეს წარმოადგინა ერთი მოწმე, რომელიც ბრალდების მხარემ დაკითხა პირდაპირი წესით.შემდეგ სხდომაზე აღნიშნული მოწმის დაკითხვას მოახდენს დაცვის მხარე.ვინაიდან ის არ არის პირდაპირი მოწმე, მისი ჩვენება ძალიან დიდი მნიშვნელობის არ არის, თუმცა არის გარკვეული გარემოებები, რომელიც ამ მოწმემ დაადასტურა.ჩვენ ამ გარემოებებთან დაკავშირებით დავკითხავთ ამ მოწმეს. აღნიშნული მოწმე არ არის თვითმხილველი არც ერთი ინციდენტისა.შესაბამისად, ასეთი მოწმის ჩვენებას ვერ დაეფუძნება ვერც გამამართლებელი, ვერც გამამტყუნებელი განაჩენი. დაცვის მხარის მიზანი არ არის ის, რომ შეცდომაში შევიყვანოთ საზოგადოება, ჩვენ ყოველთვის ვიტყვით სიმართლეს",-განაცხადა ტარიელ კაკაბაძემ. პროკურორ ზვიად ფხაკაძის თქმით კი, დღეს წარმოდგენილმა მოწმემ სასამართლოს მიაწოდა სრული და ამომწურავი ინფორმაცია ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით, რაც, მისივე განმარტებით, მნიშვნელოვანია საქმის დეტალებთან მიმართებით. პროკურორმა მოწმის მიერ სასამართლოსთვის მიწოდებული ინფორმაციის შინაარსობრივი მხარე საიდუმლოდ დატოვა. შემდეგი პროცესი 13 თებერვალს ჩაინიშნა. შეგახსენებთ, პირველ დეკემბერს, თბილისში, ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნებს შორის ურთიერთშელაპარაკების შედეგად ორი მოზარდი მოკლეს. ერთი მათგანი საავადმყოფოში მიყვანამდე გზაში გარდაიცვალა, ხოლო მეორე მოზარდი- ინციდენტიდან მეორე დღეს დაიღუპა. მკლელობის ბრალდებით ორი არასრულწლოვანია დაპატიმრებული, 5 პირი კი, დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის პასუხისგებაში მიეცა.
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
პატრიარქობის კანდიდატმა, მიტროპოლიტმა იობმა ზეწოლაზე ისაუბრა - ახსენა სამთავრობო მედია
რეჟიმმა გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის სპეცრაზმელები დააკავა
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)