|
2018-02-09 10:08:30, 530 ნახვა
კობახიძე: ვაყალიბებთ ახალ ტრადიციას, რომლის მიხედვითაც, პარლამენტი მმართველობის სისტემაში გადამწყვეტ როლს შეასრულებს
„პარლამენტი სამი წლის შემდეგ გაცილებით ძლიერი იქნება და ესაა ჩვენი ამბიციური გეგმების მნიშვნელოვანი ნაწილი.",- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ირაკლი კობახიძემ, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტით იმყოფება, საქართველოში მიმდინარე რეფორმებზე საუბრისას, განაცხადა, რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება პარლამენტის გაძლიერებაა. „ტრადიციულად, ჩვენს სისტემაში პარლამენტი მეტ-ნაკლებად სუსტი იყო. მრავალი წლის განმავლობაში ძალაუფლება კონსოლიდირებული იყო აღმასრულებელ ხელისუფლებაში. ახლა ჩვენ ვაყალიბებთ ახალ ტრადიციას, რომლის მიხედვითაც, პარლამენტი ასრულებს გადამწყვეტ როლს მმართველობის სისტემაში. ამ მიმართულებით, მნიშვნელოვანი პროგრესი გვაქვს, მაგრამ სამომავლოდ კიდევ უფრო ამბიციური გეგმებიც გვაქვს. უნდა გაძლიერდეს პარლამენტის საზედამხედველო და კანონშემოქმედებითი შესაძლებლობები. პარლამენტი სამი წლის შემდეგ გაცილებით ძლიერი იქნება და ესაა ჩვენი ამბიციური გეგმების მნიშვნელოვანი ნაწილი",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ სიტყვით გამოსვლისას.
ირაკლი ღარიბაშვილი კლინიკაში იყო გადაყვანილი
რუმინეთის საგარეო უწყება გმობს რუმინული ჯგუფი Morandi ოკუპირებულ სოხუმში გასამართ კონცერტს
პროკურატურა - ნია იმნაძემ მის მეგობრებს ალექსანდრე გაბაშვილს და გიორგი მალანიას უთხრა, თითქოსდა მისი მასწავლებელი, გიგა ავალიანი ზედმეტ ყურადღებას იჩენდა მის მიმართ
გიგა ავალიანის საქმეზე ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზების ფაქტზე ნია იმნაძეს და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე ანასტასია ბერუაშვილს ბრალდება წარუდგინეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)