|
2018-02-08 13:53:29, 2047 ნახვა
პოლიტიკა
სააკაშვილი: თუ საქართველოში დამაპატიმრებენ, ჩემი მომხრეები მთავრობას დაამხობენ
თუ საქართველოში დამაპატიმრებენ, ჩემი მომხრეები მთავრობას დაამხობენ, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ფრანგულ გამოცემა Liberation-თან ინტერვიუში განაცხადა. როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, უკრაინიდან მისი ექსტრადირება შესაძლოა, არა საქართველოში, არამედ სხვა ქვეყანაში მოხდეს. ექს-პრეზიდენტმა ასევე მის წინააღმდეგ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეებზე ისაუბრა: „ყველამ იცის, რომ ყველა ეს სარჩელი სასაცილო და დაუსაბუთებელია. პირველ რიგში მთელი პროცესი უკრაინის ხელისუფლების დილეტანტობაზე მიუთითებს. მათ სურთ თავიდან მომიცილონ. არავინ დაიჯერებს იმ აბსურდულ ბრალდებებს, თითქოს მე პუტინთან ვარ შეკრული. მტელი ცხოვრებაა მას ვებრძვი. ამასობაში უკრაინის ხელისუფლება ჩემი ექსტრადირებისთვის ემზადება. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ აუცილებლად საქართველოში გამაგზავნიან. რამდენიმე დღის წინ გავიგე, რომ მათ პოლონეთის ხელისუფლებას ჩემი უკან მიღების თხოვნით მიმართეს. რაც შეეხება ჩემს ექსტრადიციას საქართველოში, ეს ძალიან რთული იქნება თბილისისთვის. მათ ჩემი იქ ყოფნა არ უნდათ. საქართველოს შეიარაღებულ ძალებსა და სამართალდამცველებში დიდი მხარდაჭერით ვსარგებლობ. ხელისუფლება სუსტია და ქართველების უმეტესობა, იცის, რომ ჩემი დაუსწრებელი სასამართლო პროცესი ფარსი იყო. უკვე წელზე მეტია მოსამართლეები ეძებენ კორუფციისა და ოფშორული ანგარიშების კვალს, თუმცა ვერაფერი იპოვეს. ჩემი ხელისუფლებაში ყოფნის დროს ქვეყანაში კორუფციის ნულოვანი დონე იყო. ამიტომ ახლა ისინი მადანაშაულებენ პრეზიდენტის შეწყალების უფლების დარღვევაში. მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში პრეზიდენტს არ დევნიან მისი კონსტიტუციური უფლებების შესრულებისთვის. ხალხმა ეს იცის და დასავლეთი ამ ანკასს არ წამოეგო. უკრაინის გენერალურმა პროკურორმაც კი ამ საქმეებს პოლიტიკური უწოდა, ვიდრე ჩემს წინააღმდეგ განეწყობოდა. თუ საქართველოში ციხეში ჩამსვამენ, ჩემი მომხრეები მთავრობას დაამხობენ ჩემს გასათავისუფლებლად. ამაში დარწმუნებული ვარ“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. ყოფილი პრეზიდენტის შეფასებით, მისი მმართველობის დროს "საქართველო პოსტსაბჭოთა ქვეყნებში ერტადერთი ქვეყანა გახდა, სადაც ხელისუფლების გადაცემა მშვიდობიანი გზით მომხდა". "რა თქმა უნდა ჩვენ ვერ გავხადეთ საქართველო ბოლომდე ლიბერალური, დემოკრატიული და ევროპული ქვეყანა იმ 8 წლის განმავლობაში, თუმცა მე შევქმენი ქვეყანა წწარმატებული რეფორმებით და წინსვლის პერსპექტივით", - განაცხადა სააკაშვილმა.
რუსეთის კიდევ შვიდ რეგიონში ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დაწესდა
კარაფანო: ივანიშვილისთვის დაწესებული სანქციები დაპირებებით არ მოიხსნება, ბურთი "ოცნების" მოედანზეა
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა
ძალოვანებმა პუტინს შესთავაზეს სახელმწიფო დუმის არჩევნების გაუქმება ეკონომიკური პრობლემებისა და დრონების თავდასხმების გამო
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)