|
2018-02-07 18:21:26, 2092 ნახვა
ეკონომიკა
თბილისის მერიას ევროკავშირისგან 506 634 ევროს ოდენობის გრანტი გადაეცა
თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას ევროკავშირისგან 506 634 ევროს ოდენობის გრანტი გადაეცა. როგორც "ექსპრესნიუსს" თიბლისის მერიიდან აცნობეს, აღნიშნული გრანტი მერიას საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე გადასცეს, რომელსაც დედაქალაქის მერის მოადგილე ილია ელოშვილი ესწრებოდა. ღონისძიებაზე გრანტის მიმღებთა პროექტების პრეზენტაცია გაიმართა და თბილისის მერიას ევროკავშირისგან საზეიმოდ, მემორიალური დაფა გადაეცა. აღნიშნული გრანტი მუნიციპალიტეტმა თბილისის მერიასა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად მიიღო. ილია ელოშვილმა ევროკავშირის წარმომადგენლებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და მუნიციპალიტეტისთვის აღნიშნული გრანტის მნიშვნელობაზე ისაუბრა. „მიხარია, რომ თბილისმა კონკურსში გაიმარჯვა და ევროკავშირის გრანტი მოიგო, რომელიც დედაქალაქში მეწარმეობის განვითარებას მოხმარდება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენი მეწარმეები განვითარების, ბრენდირების, მარკეტინგისა თუ იურიდიული მომსახურების მხრივ ხელშეწყობას ნამდვილად საჭიროებენ და აღნიშნული გრანტი სწორედ ამ ყველაფერს უზრუნველყოფს. ვულოცავ თბილისის მერიას და მადლობას ვუხდი ეკონომიკური განვითარების სამსახურს, რომელმაც აღნიშნულ წარმატებას მიაღწია“, - განაცხადა თბილისის მერის მოადგილემ. საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოადგილე კარლო ნატალემ თბილისის მერიას გრანტის მიღება მიულოცა და აღნიშნა, რომ ევროკავშირის ფინანსური დახმარება მუნიციპალიტეტის შესაძლებლობების გაძლიერებას შეუწყობს ხელს. „როცა საქმე ეკონომიკური განვითარების მხარდაჭერას ეხება, მუნიციპალიტეტისა და ადგილობრივი თვითმმართველობის როლი უმნიშვნელოვანესია. ეს ქვეყანაში მმართველობის ის დონეა, რომელიც მოქალაქეებთან ყველაზე ახლოსაა. იმედი მაქვს, აღნიშნული პროექტი და გრანტი მუნიციპალიტეტის შესაძლებლობების გაძლიერებასა და ადგილობრივი მოქალაქეების ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს“, - განაცხადა კარლო ნატალემ. ფინანსური დახმარების ფარგლებში, თბილისში დამწყები და მცირე მეწარმეების მხარდაჭერისთვის ბიზნეს აქსელერატორი ამოქმედდება. თბილისში რეგისტრირებულ ან მომუშავე ყველა კომპანიას საშუალება ექნება, ბიზნეს აქსელერატორს მიმართოს და ისარგებლოს ისეთი სერვისებით, როგორიცაა ბიზნესკომპანიების უფასო სამუშაო სივრცეებით უზრუნველყოფა, კონსულტაციის გაწევა ფინანსური ანგარიშგებების, საგადასახადო კანონმდებლობისა და ადამიანური რესურსების მართვასთან დაკავშირებით, ასევე, იურიდიულ და ბრენდის პოზიციონირების საკითხებზე. სიცოცხლისუნარიან და წარმატებულ 100-ზე მეტ კომპანიას აქსელერატორი შეუქმნის ვებგვერდებს, შეუდგენს ბიზნესგეგმასა და შესაძლო პარტნიორებთან შემდგომ ადვოკატირებას გაუწევს. პროგრამის ფარგლებში, მეწარმეებისთვის 30-მდე გამოფენა-გაყიდვა მოეწყობა. ოთხწლიანი პროექტი თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასა და ევროკავშირის გრანტის ფარგლებში განხორციელდება. ღონისძიებას ასევე, თბილისის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი ანდრია ბასილაია ესწრებოდა. (NS)
მაკრონმა აღიარა, რომ მომავალში საფრანგეთის პრეზიდენტად დაბრუნებას გეგმავს
უკრაინამ დონბასში რუსული არმიის წინააღმდეგ საბრძოლო რობოტები პირველად გამოიყენა
კობახიძე – მაინც ყოველდღიურად იკრიბებიან ხან 20, ხან 50, ხან 150 კაცით, სექტის სახე ნამდვილად შეიძინა ამ დაჯგუფებამ
ივანიშვილის პაპუაშვილი ოპოზიციურად განწყობილ ხალხს სექტას უწოდებს
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)