|
2018-02-06 17:58:04, 1694 ნახვა
სამართალი
დაბა ტაბახმელას ტყეში ნაპოვნი გარდაცვლილი მამაკაცი თავდაცვის სამინისტროს ქვეითი ბატალიონის ოცეულის მეთაურია
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაბა ტაბახმელას ტყეში ნაპოვნი გარდაცვლილი მამაკაცი თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი ქვეითი ბატალიონის ოცეულის მეთაურია. როგორც "ექსპრესნიუსს" უწყებიდან აცნობეს, 28 იანვარს პოლიციას მიმართა თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი ქვეითი ბატალიონის ოცეულის მეთაურის თ. ს.-ს ოჯახის წევრმა და განაცხადა, რომ თ.ს. სახლიდან გავიდა და აღარ დაბრუნებულა. "მიღებული შეტყობინების საფუძველზე, პოლიციამ, თ. ს.-ს ადგილსამყოფელის დადგენის მიზნით, სხვადასხვა სახის ძებნის ღონისძიებები ჩაატარა, გადამოწმდა საავადმყოფოები, დაკარგული პირის შესახებ ინფორმაცია დაეგზავნა შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა ოპერატიულ დანაყოფს, შეიქმნა სამძებრო საქმე. 3 თებერვალს ისანი-სამგორის სამმართველოს თანამშრომლებმა, მაშველებთან ერთად, დაათვალიერეს დაბა კოჯორში, გ.ანწუხელიძის სახ.სერჟანტთა სასწავლებელის მიმდებარე ტერიტორიაზე ტყის მასივი. 4 თებერვალს დაბა ტაბახმელის ტყეში, მოქალაქემ, რომელიც ცხვრის ფარას მწყემსავდა, თ.ს. გარდაცვლილი იპოვა (ხეზე იყო ჩამომხრჩვალი). ცხედარს ძალადობის ნიშნები არ ეტყობოდა. აღნიშნულ საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს მე-6 განყოფილება გამოძიებას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით აწარმოებს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს", - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
Amnesty International-მა საქართველოს მოუწოდა, დენის კულანინი რუსეთში არ გააძევოს
აზერბაიჯანში, საბრძოლო მასალის საწყობში ხანძარი და აფეთქება მოხდა
ბიზნესმენმა და ცხოველთა უფლებების დამცველმა თამაზ ელიზბარაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა
ოცნება გეგმავს არასრულწლოვანთა მიერ სქროლის გამოყენების რეგულირებას
|
რედაქტორის რჩევით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
გებელსიადა ComCom-ში საბჭოთა ცენზურის დაცვით
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაადასტურა, რომ აშშ-მ უკრაინას მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგზე დარტყმების შეწყვეტა სთხოვა
რუსებმა კიევში, რკინიგზის დეპოზე თავდასხმა განახორციელეს, რის შედეგადაც შვიდი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)