22:20 - 31 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-06 16:06:39, 2034 ნახვა

სამართალი
პროკურორი: ჩაბუქის ექსტრადიციის გამომრიცხავი რაიმე გარემოება არ არსებობს

პროკურორ ნანიკო ზაზუნაშვილის განცხადებით, მუსტაფა ემრე ჩაბუქის შემთხვევაში პროკურატურა ბრალდების მხარეს არ წარმოადგენს.

მისი განმარტებით, პროკურატურა იხილავს ექსტრადიციის საკითხს საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნის შესაბამისად.

პროკურორის განცხადებით, ექსტრადიციასთან დაკავშირებული ყველა გარემოება და საექსტრადიციო მასალები დეტალურად იქნა შესწავლილი. იგი მიიჩნევს, რომ ექსტრადიციის გამომრიცხავი რაიმე გარემოება არ არსებობს.

"სწორედ ამიტომ, ჩვენ მივმართეთ სასამართლოს. ჩვენ არ ვაფასებთ უშუალოდ ჩაბუქმა ჩაიდინა თუ არა ესა თუ ის ქმედება. ვაფასებთ, რამდენად არის შესაძლებელი წარმოდგენილი მასალებით ქმედებისათვის კვალიფიკაციის მიცემა აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით, რაც მოცემულ შემთხვევაში სავსებითაა დაკმაყოფილებული თურქული მხარის მიერ. ვინაიდან ეს მოთხოვნა დაკმაყოფილებული იყო და არ გამოკვეთილა ექსტრადიციის გამომრიცხავი რაიმე გარემოება, მივმართეთ სასამართლოს", - განაცხადა პროკურორმა. 

ცნობისთვის, მუსტაფა ჩაბუქის ექსტრადირების საკითხის განხილვა 19 თებერვლამდე გადაიდო.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
თბილისის მერია - გავრცელებულ ვიდეოში ასახული სამარხი განკუთვნილია სხვადასხვა მიზეზით გარდაცვლილი ძაღლების ნეშტების განსათავსებლად
აშშ-მ მოსკოვის ერთ-ერთ ყველაზე მონახულებად პარკში შესაძლო ტერორისტული თავდასხმის შესახებ გააფრთხილა
ინდოეთმა რუსეთს უვიზო მიმოსვლაზე უარი უთხრა
რუსთავის მუნიციპალური ავტობუსების ეკრანებზე პორნოგრაფიული შინაარსის ვიდეო ჩაირთო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics