|
2018-02-06 13:27:50, 1878 ნახვა
სამართალი
სასამართლო მუსტაფა ჩაბუქის თურქეთში ექსტრადიციის საკითხზე მსჯელობს
თბილისის საქალაქო სასამართლოში დემირელის კოლეჯის ხარისხის მართვის ყოფილი მენეჯერის მუსტაფა ემრე ჩაბუქის ექსტრადირების საკითხზე სასამართო პროცესი მიმდინარეობს. სხდომას ჩაბუქის ოჯახის წევრები, დემირელის კოლეჯის პედაგოგები და სახალხო დამცველის წარმომადგენელი ესწრება. ადვოკატ სოსო ბარათაშვილის განცხადებით, დღევანდელ პროცესზე დაცვის მხარე წარადგენს მყარ მტკიცებულებებს, რომელიც ასაბუთებს, რომ მუსტაფა ჩაბუქის თურქეთში ესქსტრადიცია დაუშვებელია, ვინაიდან მას იქ წამება მოელის. ადვოკატის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო პროკურატურის პოზიციას მაინც გაიზიარებას, გადაწყვეტილებას ზემდგომ ინსტანციაში გაასაჩივრებენ. „დღევანდელ პროცესზე თავდაპირველად სასამართლოც და ჩვენც მოვისმენთ პროკურატურის შუამდგომლობას, შემდეგ მოვითხოვთ გონივრულ ვადას შუამდგომლობის გასაცნობად, ვინაიდან ის ჯერ არ გადმოგვცემია. შემდეგ ვაპირებთ სასამართლოს წარვუდგინოთ ვრცელი წერილობითი მოსაზრება თანდართულ მტკიცებულებებთან ერთად და დავასაბუთოთ ჩაბუქის თურქეთში ექსტრადირების დაუშვებლობა. ასევე ვაპირებთ სასამართლოს განვუმარტოთ, მრავალრიცხვოვან მტკიცებულებებზე დაყრდნობით, მათ შორის ევროკავშირის, ევროსაბჭოს, გაეროს სპეციალური მომხსენებელის, Human Rights Watch ის „ამნესტი ინტერნეიშენალის“, სახალხო დამცველის რეკომენდაციით, არასამთავრობო ორგანიზაციათა გამოკვლევების საფუძველზე, რომ ჩაბუქს მოელის წამება და არაადამიანური მოპყრობა თურქეთში, რომ შეუძლებელია განხორციელდეს სამართლიანი სასამართლო პროცესი, რომ ეს საქმე ატარებს პოლიტიკურ ხასიათს. იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო გაიზიარებს პროკურატურის პოზიციას, 7 დღის ვადაში გავასაჩივრებთ უზენაეს სასამართლოში და პარალელურად, ვაპირებთ მივმართოთ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს, რათა გამოყენებული იქნას ევროპული სასამართლოს რეგლამენტის 39-ე წესი და შეჩერდეს საკითხის არსებით განხილვამდე მუსტაფა ემრე ჩაბუქის თურქეთში ექსტრადიცია“, - განაცხადა სოსო ბარათაშვილმა.
პოლონეთმა განაცხადა, რომ 2022 წლიდან დღემდე უკრაინას 4.5 მილიარდი დოლარის ღირებულების იარაღი გადასცა
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ზელენსკიმ განაცხადა, რომ ომის შედეგს „ცა“ განსაზღვრავს და პუტინს მოსკოვში ათასი დრონის გაგზავნით დაემუქრა
აშშ აცხადებს, რომ ირანმა ჰორმუზის სრუტეში გემებზე თავდასხმა განაახლა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)