|
2018-02-02 19:02:03, 1920 ნახვა
სამართალი
სასამართლომ „თავისუფლების მოედანზე“ დაკავებულები დამნაშავედ სცნო
თბილისის საქალაქო სასამართლომ მეტროსადგურ "თავისუფლების მოედაზე" ხულიგნობისა და წინააღმდეგობის გაწევისთვის დაკავებული ორი პირი კანონდამრღვევად სცნო. როგორც სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ბრალდებულებს სასჯელის სახით 1 000 და 500-ლარიანი ჯარიმა დაეკისრათ. "თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ გ.ს. და თ. მ. სამართალდამრღვევებად სცნო წვრილმანი ხულიგნობისა და სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისათვის, სიტყვიერი შეურაცხყოფისა და მათ მიმართ სხვა შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელებისათვის. სასამართლოს დადგენილებით გ.ს.-ს ადმინისტრაციული სახდელის სახით დაეკისრა ჯარიმა 1000 ლარის, ხოლო თ.მ.-ს 500 ლარის ოდენობით. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების თანახმად, ქ. თბილისის, მეტროსადგურ თავისუფლების მოედანზე გ.ს.-მ და თ.მ.-მ დაარღვიეს საზოგადოებრივი წესრიგი, კერძოდ, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას იგინებოდნენ, არ დაემორჩილნენ პოლიციის თანამშრომელთა კანონიერ მოთხოვნას და შეურაცხყოფა მიაყენეს პოლიციელებს. სასამართლომ მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, მტკიცებულებათა, მათ შორის ვიდეო-ჩანაწერების გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე დადასტურებულად მიიჩნია გ.ს. -ს და თ.მ.-ს მიერ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი. თბილისის საქალაქო სასამართლოს დადგენილება შესაძლებელია გასაჩივრდეს მისი გამოტანიდან 10 დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოში", - ნათქვამია განცხადებაში.
ინდოეთმა რუსეთს უვიზო მიმოსვლაზე უარი უთხრა
რუსთავის მუნიციპალური ავტობუსების ეკრანებზე პორნოგრაფიული შინაარსის ვიდეო ჩაირთო
იოსელიანი სამორინეებზე - ბევრი ფული შემოვა თუ ცოტა, არ არის არგუმენტი, იმხელაა ზიანი
„გამომყევი აჭარაში“ ბიუჯეტს 440 ათასი ლარი დაუჯდა, დაჯილდოება უკანონოდ აშენებულ რესტორანში გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)