|
2018-02-02 13:58:55, 1611 ნახვა
კომენტარი
ადვოკატი: გაუგებარია, რატომ ჭიანურდება მალხაზ მაჩალიკაშვილისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭება
თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი აცხადებს, რომ მისთვის გაუგებარია, რატომ ჭიანურდება მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭება. როგორც კუბლაშვილმა ჟურნალისტებს მთავარ პროკურორთან შეხვედრის დაწყებამდე განუცხადა, ოჯახს და დაცვის მხარეს ირაკლი შოთაძესთან ბევრი კითხვა აქვს. "ვითხოვთ დაზარალებულის სტატუსის მინიჭებას. ასევე ვითხოვთ, რომ წვდომა გვქონდეს გამოძიების მასალებზე სრულყოფილად, მათ შორის გასაიდუმლოებულ მასალებზეც, რა თქმა უნდა გაუთქმელობის ხელმოწერით. ჩვენ უნდა გვქონდეს სრული სურათი, თუ რა ვითარებაა და როგორ მიმდინარეობს გამოძიება. სტატუსის მინიჭებას ვითხოვთ ასევე მალხაზ მაჩალიკაშვილისთვის, იმიტომ, რომ მისი შვილი გარდაცვლილია და გაუგებარია რატომ ჭიანურდება ეს საქმე", - აღნიშნა კუბლაშვილმა. ცნობისთვის, ცნობისთვის, მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე უწყებაში თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრებს ხვდება.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)