18:31 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-01 16:32:09, 1992 ნახვა

სამართალი
კანონის უზენაესობის ინდექსის თანახმად, საქართველო რეგიონში კვლავ პირველია

2017 წლის კანონის უზენაესობის ინდექსის თანახმად, საქართველო კვლავ ინარჩუნებს მოწინავე პოზიციებს და პირველ ადგილზეა აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში.  113 ქვეყანას შორის კი საქართველო  0.61 ქულით 38-ე ადგილს იკავებს.

იუსტიციის სამინისტროს ცნობით, აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის 13 ქვეყანას შორის საქართველო პირველ ადგილზეა შემდეგ ფაქტორებში:  კორუფციის არარსებობა,  მთავრობის უფლებამოსილების შეზღუდვები  და აღსრულება (კანონის/გადაწყვეტილების).   

საქართველო  კორუფციის არარსებობის კომპონენტში 0.71 ქულით რეგიონში პირველს, ხოლო მსოფლიო რეიტინგში 23-ე პოზიციას იკავებს.  

კანონის უზენაესობის შესაფასებლად გამოყენებული ფაქტორების თანახმად, ასევე, ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი საქართველოს აქვს წესრიგი და უსაფრთხოების ფაქტორის კუთხით, რომლის მიხედვითაც, მსოფლიო რეიტინგში 0.79 ქულით 30-ე პოზიციას იკავებს.

2017 წლის კანონის უზენაესობის ინდექსის მიხედვით, საქართველო მაჩვენებლებით წინ უსწრებს ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა:  საბერძნეთი (39), უნგრეთი (50), ბულგარეთი (55), უკრაინა (77) და სხვა.

ინდექსის კვლევის მეთოდოლოგია კვალიფიციურ რესპონდენტთა (ექსპერტთა) და მოსახლეობის გამოკითხვას ეფუძნება.  2017 წლის კანონის უზენაესობის ინდექსის მიხედვით, მსოფლიო რეიტინგში ლიდერობს დანია (პირველი ადგილი), ნორვეგია და ფინეთი მე-2 და მე-3 ადგილებს იკავებენ. ყველაზე დაბალი მაჩვენებელი ვენესუელას (113-ე ადგილი), კამბოჯას (112-ე ადგილი) და ავღანეთს (111-ე ადგილი) აქვთ.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პატრიარქობის კანდიდატმა, მიტროპოლიტმა იობმა ზეწოლაზე ისაუბრა - ახსენა სამთავრობო მედია
რეჟიმმა გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის სპეცრაზმელები დააკავა
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
ოცნების საგარეო მინისტრი ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics