|
2018-01-31 17:43:12, 1863 ნახვა
სამართალი
ე.წ. ციანიდის საქმეზე პროცესი 7 თებერვალს განახლდება
თბილისის სააპელაციო სასამართლოში ე.წ. ციანიდის საქმეზე დღევანდელი პროცესი დასრულდა. დაცვის მხარე სასამართლოს წინაშე დასკვნითი სიტყვით წარსდგა.ადვოკატ მიხეილ რამიშვილის განცხადებით, დასკვნით სიტყვაში ყურადღება გაამახვილეს ფაქტებზე, რომლებიც პირდაპირ უთითებს, რომ საქმეში მამა გიორგი მამალაძის წინააღმდეგ არანაირი მტკიცებულებები არ არსებობს. "ის, რომ გამოძიება თავიდანვე იყო არაობიექტური, უსამართლო, ხაზი გავუსვით, რომ გარკვეულ ჯგუფს ჰქონდა პირადი ინტერესი მამა გიორგის წინააღმდეგ.შევეხეთ, თუ რამდენად უკანონო იყო ბესიკ ბუგიანიშვილის განაჩენი, რომ იყო აბსოლუტურად სამართლებრივი ჩარჩოდან გასული.მაღალი იერარქიის სასულიერო პირებში მიუღებელი იყო გიორგი მამალაძის ქონების მართვის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე ყოფნა, მიუხედავად ამისა, არ გადადგა ნაბიჯი, რომელიც პატრიარქის ერთგულებას საფრთხეს შეუქმნიდა. გარკვეული პირებისთვის იყო ძალიან მიუღებელი. ეს იყო დაგეგმილი, გარკვეული პირების მიერ ორგანიზებული, ბინძური, ყველანაირი მორალიდან გასული თითქოსდა დანაშაულის აღმოფხვრა, რომელიც ბუნებაში არ არსებობს, დღემდე ვერ დაადგინეს, ვერც დაადგენენ და არც არსებობს ციანიდის გამსაღებელი და იმისგან ვითომ მამა გიორგის შეუძენია ციანიდი",-განაცხადა რამიშვილმა. იგი იმედოვნებს, მოსამართლეთა კოლეგია ობიექტურ გადაწყვეტილებას მიიღებს და დეკანოზს გაამართლებს: "ვინედოვნებ, მოსამართლეებს ექნებათ იმის შეგრძნება, რომ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ უნდა მოხდეს მართლმსაჯულების აღსრულება, რიმელსაც ჰქვია სამართლიანობა და არასდროს უნდა ვემონებოდეთ ვინმე პირების ახირებას",-აღნიშნა მიხეილ რამიშვილმა. რაც შეეხება ბრალდების მხარეს, პროკურორ ზვიად გუბელაძის განცხადებით, დაცვის მხარეს საკუთარ დასკვნით სიტყვაში რაიმე ახალი წარმოუდგენია, რომელიც ეჭვქვეშ დააყენებდა მამა გიორგი მამალაძის მიერ ჩადენილ დანაშაულს. გუბელაძის თქმით, იმედი აქვთ, სასამართლო გამოიტანს ერთადერთ ობიექტურ, კანონიერ გადაწყვეტილებას და გიორგი მამალაძეს შორენა თეთრუაშვილის ანგარებით განზრახ მკვლელობის მომზადებაში სცნობს დამნაშავედ. პროკურორის განმარტებით, დაცვის მხარემ პირველი ინსტანციის მსგავსად, არგუმენტები ვერც სააპელაციო სასამართლოში წარმოადგინა. სხდომა 7 თებერვალს განახლდება, რა დროსაც სასამართლოს საბოლოო სიტყვით მიმართავს თავად მსჯავრდებული გიორგი მამალაძე. მას ამ უფლებით დღევანდელ პროცესზე უნდა ესარგებლა, თუმცა ვერ მოესწრო. შემდეგ უკვე სასამართლო რეპლიკის ეტაპზე გადავა და მოსამართლეს შეეძლება, განაჩენი გამოაცხადოს.
ინდოეთმა რუსეთს უვიზო მიმოსვლაზე უარი უთხრა
რუსთავის მუნიციპალური ავტობუსების ეკრანებზე პორნოგრაფიული შინაარსის ვიდეო ჩაირთო
იოსელიანი სამორინეებზე - ბევრი ფული შემოვა თუ ცოტა, არ არის არგუმენტი, იმხელაა ზიანი
„გამომყევი აჭარაში“ ბიუჯეტს 440 ათასი ლარი დაუჯდა, დაჯილდოება უკანონოდ აშენებულ რესტორანში გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)