|
2018-01-31 14:19:49, 2065 ნახვა
ეკონომიკა
პრემიერ-მინისტრმა დედაქალაქის მერს ქალაქის განვითარების კუთხით, წარმატება უსურვა
საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრები პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს, მინისტრთა კაბინეტის წარმომადგენლებსა და დედაქალაქის მერს კახა კალაძეს შეხვდნენ. შეხვდერაზე ბიზნეს ასოციაციამ კვლევა სახელწოდებით - „საქართველოს ბიზნესგარემო კერძო სექტორის თვალით“ წარადგინა. ბიზნეს ასოციაციის წევრებთან შეხვედრის დროს, პრემიერ-მინისტრმა კახა კალაძეს დედაქალაქის განვითარების კუთხით, წარმატება უსურვა და თბილისში პოზიტიური დინამიკის გაგრძელების აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება. „მინდა, წარმატება ვუსურვო კახა კალაძეს. ის დინამიკა, რაც მან შემოიტანა, უნდა გაგრძელდეს, იმიტომ, რომ თბილისი, მათ შორის ინვესტორებისთვის, სახეა, ხშირად პირველი შეხების წერტილია და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დედაქალაქში სერიოზული, პოზიტიური სურათი გვქონდეს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა გიორგი ჭირაქაძემ კი, თბილისის მერს მჭიდრო თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრას თბილისის მერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე, გარემოსა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი და მთავრობის სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ. (NS)
გენერალმა ზალუჟნიმ თავი ნატოს მხარდამჭერად მოიხსენია, თუმცა ალიანსში ცვლილებების საჭიროებაზე მიუთითა
ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე განხორციელებულმა დარტყმებმა რუსეთის ბიუჯეტს 1.2 ტრილიონი რუბლის ზარალი მოუტანა
გიგა ავალიანის საქმეზე ანასტასია ბერუაშვილსაც აკავებენ
გიგა ავალიანის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი ნია იმნაძე დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)